მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ დროს, „დელტასთან“ შედარებით, ადამიანის გარდაცვალების ალბათობა 91%-ით ნაკლებია - კვლევა

თელავში COVID 19-ით ექიმი გარდაიცვალა
1642148300
COVID-19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალი კვლევის თანახმად, „ომიკრონის“ დროს, „დელტასთან“ შედარებით, ადამიანის გარდაცვალების ალბათობა 91%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ nypost-ი იუწყება. 

70 000-ზე მეტი ინფიცირებული ამერიკელის კვლევისას დადგინდა, რომ „ომიკრონით“ დაავადებულების ნახევარზე მეტს, „დელტა“ შტამით დაავადებულებთან შედარებით, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. 

გარდა ამისა, ჰოსპიტალიზებულები სამედიცინო დაწესებულებაში 70%-ით ნაკლებ დროს ატარებდნენ.

„ომიკრონით“ ინფიცირებული 52 297 ადამიანიდან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა. უცნობია, რამდენი წლის იყო გარდაცვლილი ან იყო თუ არა ის აცრილი. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლოდროინდელი სიკვდილიანობის ზრდა, სავარაუდოდ, „დელტას“ ეფექტია და არა „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების. 

მიუხედავად ამისა, ვალენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შედეგებმა თვითკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს, რადგან „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება ჯანდაცვის სექტორზე დატვირთვას ზრდის, რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ 3 არასწორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას „ომიკრონის“ შესახებ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

⭕ „ტესტებს „ომიკრონ“ შტამის გამოვლენა უჭირს“ - თენგიზ ცერცვაძე

⭕ „დეტალურად შესწავლილი შემთხვევებიდან 16% რეინფიცირებაა“ - ამირან გამყრელიძე

⭕ რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა - მაკა ბულეიშვილი