მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ გავრცელების გამო ბრიტანეთში სამოგზაურო შეზღუდვები მკაცრდება

ლონდონი, ინგლისი
1638720475
COVID-19

ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების ფონზე სამოგზაურო შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ apnews იუწყება. 

ამიერიდან ინგლისში ჩასულ ყველა მოგზაურს, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, ფრენამდე კორონავირუსის ტესტის გაკეთება დასჭირდება. 

ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ახალი წესები 6 დეკემბერს ლონდონის დროით დილის 4 საათიდან გავრცელდება.

”უახლესი მონაცემების გათვალისწინებით, ჩვენ ვიღებთ შემდგომ ზომებს ქვეყანაში „ომიკრონის“ ვარიანტის შეღწევის შესანელებლად“, - აღნიშნა ჯავიდმა. 

გარდა ამისა, ბრიტანეთმა ე.წ. წითელი სიის ქვეყნებში ნიგერიაც შეიყვანა. 

ინფორმაციისთვის, ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC