მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ შტამი მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება და გამოწვევების წინაშე გვაყენებს - სპეციალისტები

სპეციალისტები ახალ ვარიანტზე
1639570336
COVID-19

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ და რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 

ლევან გოფოძის თქმით, აუცილებელია რეგულაციების დაცვა და რათა დავიცვათ ერთმანეთი და გადავარჩინოთ. 

„ომიკრონი“ უახლოვდება საქართველოს,  ჩვენ მეზობელ ქვეყნებში უკვე გაჩნდა. რა გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს, ახლა ძნელი სათქმელია. ვფიქრობ და ვნატრობ, რომ ეს გამოწვევები არ იყოს ისეთი, რომლის გადალახვასაც ვერ შევძლებთ. ამიტომ, როგორც კი გვეძლევა შესაძლებლობა, ვსარგებლობთ შემთხვევით და ყოველთვის ვამბობ: ავიცრათ, დავიცვათ რეგულაციები და გადავარჩინოთ ერთმანეთი“, - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ამბობს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში კლინიკებზე ზეწოლა გაიზრდება.

„ომიკრონის“ შტამი მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება. ბუნებრივია, საწყის ეტაპზე არსებული რესურსი შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ მოვლენების შემდგომი განვითარება ალბათ მოითხოვს დამატებით ძალისხმევას, რაც აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ“, - აცხადებს გიორგი კიკაბიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონს“ გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობის 99%-ს შეხვდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

⚫ „ომიკრონი“ საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას გამოიწვევს“ - ალექსანდრე გოგინავა

 „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაგვჭირდება“ - „ფაიზერის“ დირექტორი

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი