მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონთან“ მიმართებით ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურია - ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
1638606061
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაცია კორონავირუსის ახალ შტამის „ომიკრონის“ მიმართებით საკმაოდ ეფექტურია

ტიკარაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორი ინფორმირებულია ახალი შტამის მართვასთან დაკავშირებით. 

„საკმაოდ ეფექტურია ვაქცინაცია ახალ შტამთან მიმართებით, მზად ვართ და ყველანაირად ინფორმირებული ვართ თუ როგორ უნდა იმართოს ახალი შტამი. ამასთან დაკავშირებით ჩართვა გვქონდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ველოდებით მეორე ჩართვას, რის შედეგადაც ისინი გაგვიზიარებენ მსოფლიოს წამყვანი ექიმების პრაქტიკას ახალი შტამის მკურნალობასთან მიმართებით, რაც ჩვენს გაიდლაინში აისახება“, - განუცხადა „რუსთავი 2“ - ს ტიკარაძემ. 

ინფორმაციისთვის,

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი