მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ საშიშია, მოვემზადოთ, მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობა არის“ - გიორგი ფხაკაძე

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“
1638685650
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ წერს. 

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი საშიშია და თავდასაცავად უნდა მოვემზადოთ. 

„ომიკრონი“ საშიშია. ბავშვების, 5 წლამდე, ჰოსპიტალიზაცია არის უფრო მაღალი დელტასთან შედარებით უფრო დეტალური, და სავარაუდოდ, არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში.

ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, ცირკულირებს მსოფლიოში უკვე 3-4 თვე. ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული და შესაძლებელია რომ ეს ვარიანტი უკვე საქართველოშია.

ბრაზილიაში რიოში, მსოფლიოში ცნობილი საახალწლო ზეიმი აღარ იქნება. 

რუსეთში რეკორდული ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებია და ასე შემდეგ. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. 

რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას:

🔴 ყველა საქართველოში ჩამოსული ადამიანი, ვაქცინირებული და არა ვაქცინირებული, უნდა წარადგინოს პსრ ტესტი (48 საათით ადრე) სანამ გადალახავს საქართველოს საზღვარს.

🔴 სასწრაფოდ გადასვლა მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე („ფაიზერ/ბიონტეკზე“ ან „მოდერნაზე“) 

🔴 ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინირებულისთვის მე-2 დოზიდან 3 თვეში. მე-3 დოზა უნდა იყოს მხოლოდ „ფაიზერ/ბიონტეკის“ ან „მოდერნას“ ვაქცინა სრულიად ვაქცინირებული უნდა იყოს: 1 დოზა, მე-2 დოზა 21-28 დღეში, მე-3 დოზა მე-2 დოზიდან 3 თვეში

კოვიდ საშვის „გამწვანება“ უნდა იყოს მხოლოდ:

🔴 სრულიად ვაქცინირებული პროტოკოლის მიხედვით

🔴 პსრ ტესტი 24 საათის ვალიდურობა

🔴 კოვიდ გადატანილი პოზიტიური ტესტი 3 თვეს ვალიდულობა

თავს ნუ ვიტყუებთ. მოვემზადოთ, მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობა არის“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

ინფორმაციისთვის, ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC