მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“ - ლევან რატიანი

რეანიმატოლოგი ლევან რატიანი Pia.ge
1628623548
COVID-19

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ორსულებში კოვიდინფექცია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან და რა დატვირთული ანამნეზი იქნება“, - ამის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მანამდე ორსულებს 20%-ის შემთხვევაში სჭირდებოდათ ოქსიგენოთერაპია, დღევანდელი მონაცემებით, საკუთარი კლინიკის მაგალითზე 95% საჭიროებს ჟანგბადით დახმარებას, რაც, მისი თქმით, ძალიან ცუდი მაჩვენებელია.

„ჩვენი კლინიკა პირველივე წუთიდან, როგორც კი გამოცხადდა პანდემია, ერთ-ერთი მიმღები ცენტრი ვიყავით ქვეყნის მასშტაბით, როგორც მძიმე პაციენტების, ასევე, ახალშობილთა რეანიმაციის და ორსულების. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ორსულები, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან, რა დატვირთული ანამნეზი იქნება, მათთან განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია.

ეს, სავარაუდოდ, დამახასიათებელია დელტა შტამისთვის. თუ მანამდე კორეგირებდა ვირუსი ქრონიკულ დაავადებებთან და რისკ ჯგუფებთან, დღეს ეს წაიშალა და ჩემდა სამწუხაროდ, ახალგაზრდები ძალიან ბევრი ხვდებიან კლინიკურ აპარატზე და მართლაც ძალიან სამწუხაროა.

ამიტომ ვართ მოვალე ერიც, ბერიც, მტერიც და მოყვარეც, ამ ბოლო პერიოდში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ერთმანეთის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს მართვით სუნთქვაზე, ჩვენც გვაქვს ბიოლოგიური ამოწურვადი რესურსი, დავიღალეთ ჩვენც, უნარი შეიძლება დავკარგოთ. რაც შეიძლება ფხიზლად იყოს მოსახლეობა. ჩვენ ომში ვართ, ექიმები პირველ პლანზე ვართ და სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ვუყურებთ ერთმანეთს. ჩვენც გვინდა სიცოცხლე“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

იხილეთ აგრეთვე👇

✅„კოვიდის შემდეგ მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმის გამომუშავების ფუნქცია“ - გიორგი კავკასიძე