მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორსულობის დროს იზრდება მუცლის შიდა წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბევრი პრობლემა“ - კონსტანტინე ჩახუნაშვილი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი
1630061016
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა სატელევიზიო ეთერში, ორსულებში ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ორსულების აცრა.

„ორსულებში აცრა ისე არ მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც უკან აბრუნებენ ექიმები {ასაცრელად მისულ} ორსულს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. დღევანდელი ტემპის ნახევარი რომ გვქონოდა აპრილი-მარტის თვეებში, ახლა სრულად ვაქცინირებულების 30%-ზე ასული ვიქნებოდით და გაცილებით უფრო წინ გვექნებოდა საქმე, ვიდრე ახლა გვაქვს.

ორსულები ზოგადად რისკჯგუფში არიან, არა მარტო კოვიდი შემთხვევაში, არამედ დიდი ხანია მოწოდებულია უკვე, ისინი უნდა აიცრან ორსულობის პერიოდშიც გრიპის ვაქცინით სეზონის მიუხედავად. უნდა დავიწყოთ აუცილებლად ორსულების აცრა სამივე ტრიმესტრში, რათა შევამციროთ რისკები.

ორსულობა არის თვითონ მაღალრისკიანი პროცესი. ორსულობის დროს იზრდება მუცლის შიდა წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბევრი პრობლემა, როგორც თირკმლის ფუნქციონირების, ისე სასუნთქი სისტემის მხრივ. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან კოვიდინფიცირებული ორსულები“, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ქუთაისში 26 წლის კოვიდინფიცირებული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

👉 „ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“

👉 „ყველა ორსული ან ვისაც დაფეხმძიმება სურს, აუცილებლად უნდა აიცრას“