მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორსულების აცრა „ფაიზერით“ შეიძლება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1627376485
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, საკოორდინაციო საბჭოზე ორსულების ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ფაიზერით“ ორსულების აცრა დასაშვებია.

„სინოვაკს“ და „სინოფარმს“ ჯერჯერობით ინსტრუქციაში უწერიათ, რომ ორსულები არ იცრება, რადგან კლინიკური კვლევები ორსულებზე არ არის ჯერ დამთავრებული. შესაბამისად, სანამ არ იქნება კლინიკური კვლევები, ვერ ჩაწერენ ინსტრუქციაში. „ფაიზერს“ ინსტრუქციაში ჩაწერილი აქვს, რომ ექიმის და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულების აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსულები. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერზე“ შეიძლება ორსულების აცრა, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ ჯერჯერობით არა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 407 689 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 376 088 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 731 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 335 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვინც აცრილია, ის დაცულია მძიმე მიმდინარეობისგან“

👉 განიხილავს თუ არა საბჭო მკაცრ ლოკდაუნს?

👉 არსებობს თუ არა ქართული შტამი?