„2022 წელს უნდა იყოს COVID 19-ის პანდემიის დასასრული”, - ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სწამს, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდება, რადგან კორონავირუსის გავრცელებიდან ორი წელი გავიდა და მსოფლიო მას უკვე კარგად იცნობს.
ჯანმოს პროგნოზით, 2022 წლის პირველი კვარტალისთვის ვაქცინის მარაგი საკმარისი უნდა იყოს მსოფლიო ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციისთვის და მაღალი რისკის ჯგუფების რევაქცინაციისთვის.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში არ ჩატარდება, პანდემიის დასრულება გაჭირდება.
ამავდროულად, ჯანმო კვლავ აკონტროლებს, არის თუ არა „ომიკრონის“ შტამი ისეთივე სერიოზული, როგორც წინა ვარიანტი, როგორიცაა „დელტა“.