
"ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა"- ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა წმინდა სინოდის სხდომაზე განაცხადა.
დღეს, საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წმინდა სინოდის ოქმი, სადაც პატრიარქი კორონავირუსის პანდემიაზე საუბრობს.
პატრიარქი აცხადებს, რომ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება".
"შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა. ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება“, – აღნიშნა პატრიარქმა.
წმინდა სინოდის სხდომა 20 მარტს გაიმართა. სინოდზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზიარების წესი უცვლელი არ შეიცვლება.