COVID-19

„პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება“ - თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია
1627638553
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორში, პედიატრიული საწოლების საჭირო რაოდენობა მობილიზებულია, თუმცა, დადებითი ტენდენციაა, რომ მათი მწვავე საჭიროება აღარ დგას.

„საბედნიეროდ, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა, რამდენადმე, დაბალანსდა. პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება, რადგან, საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქი სიმძიმისაა. პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის, პედიატრიული საწოლები დაემატა. ამ კუთხით, დღეისთვის, სიტუაცია სრულად მართულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი დილის მდგომარეობით, ქვეყანაში 6700 საწოლია მობილიზებული, ბოლო 2 დღის განმავლობაში დაახლოებით 600 საწოლი დაემატა.

როგორც გაბუნია განმარტავს, ამ დროისთვის ჰოსპიტალში 5 500 პაციენტი მკურნალობს, აქედან 221-ს რეანიმაციული მკურნალობა უტარდება.

„კონსულტაციები კლინიკებთან გრძელდება და მათთან კოვიდ - საწოლების დამატება გარკვეულწილად გავლილია, ამის გამოცდილება აქვთ და ვფიქრობთ, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფ...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 
1638959458
„2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, - ამის შესახებ სების პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. 
1638968337
რუმინეთის საპატრიარქო ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვს, რომ ტაძრებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარდგენის ვალდებულება არ შემოიღონ. 
1638967786
მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო,  მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.
1638966394
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „მოდერნას“ ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს.
1638964103
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

„დეკემბერ-იანვარი ყველაზე დიდი საფრთხე იქნება“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1638954183
„პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად მხოლოდ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლების...
„2021 წელს რეალური მშპ-ის 10%-იან ზრდას მოველით. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი  შიდა მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა სების პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს: პატრიოტულ მიდგომას დღეს უდიდესი მნიშ...
თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკური კონკურენციის მიუხედავად, შეეცადონ, ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. 
კობა გვენეტაძე: ინფლაციის ზრდაზე ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმე...
„2021 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება. ნოემბერში ინფლაციამ 12.5 პროცენტი შეადგინა. გაძლიერებული ინფლაციური წნეხის მიზეზი როგორც კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება, ასევე შემდგომი აღდგენითი პროცესებია. კერძოდ, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.