მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერმა Covid 19–ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა დაიწყო“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1630512651
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში კორონავირუსის პერორალური პრეპარატის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, პრეპარატს Pfizer აწარმოებს და მისი მოქმედება 1 300 ადამიანზე გამოიცდება.

„Pfizer Inc–მა დაიწყო Covid 19–ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა კლინიკური კვლევების შუა და გვიან სტადიაზე.

პრეპარატი განკუთვნილია არაჰოსპიტალიზირებული, სიმპტომური პაციენტებისთვის. კომპანია მუშაობს ანტივირუსული აბის შემუშავებაზე, PF-07321332, რომელიც მიიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე.

პრეპარატის გამოცდაში ამ მომენტში მონაწილეობს 1,140 მონაწილე მოხალისე, რომელიც ამ პრეპარატთან ერთად იღებს რიტონავირის დაბალ დოზას. როგორც იცით, ამ ეტაპისათვის მხოლოდ ინტრავენურად შეყვანილი რემდესივირი არის ერთადერთი ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც დამტკიცებულია აშშ -ში. Pfizer–მა ივლისში განაცხადა რომ თუკი PF-07321332 ტესტირება წარმატებული იქნება, იგი მეოთხე კვარტალში შეიტანს განაცხადს, რათა მიიღოს ავტორიზაცია ამ პრეპარატის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისათვის.

Merck & Co Inc და პარტნიორი Ridgeback Biotherapeutics– მა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს პაციენტების ჩარიცხვა მათი ექსპერიმენტული Covid-19 წამლის მოლნუპირავირის გამოცდის გვიან სტადიაზე. პერორალური ანტივირუსული პრეპარატი გამოიცდება 1,300 -ზე მეტ მონაწილეზე, რათა შეფასდეს შეუძლია თუ არა მას კორონავირუსის გადაცემის პრევენცია.

კვლევაში ჩართავენ 18 წელზე უფროსი ასაკის მოხალისეებს, რომლებიც სიმპტომატური Covid-19– ით ინფიცირებული ადამიანთან ერტად ცხოვრობენ .

კომპანია მერკმა განაცხადა, რომ ივნისში აშშ-ის მთავრობა დათანხმდა გადაიხადოს დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი მოლნუპირავირის 1,7 მილიონი ერთეული კურსისთვის, თუკი დამტკიცდება, რომ ის წარმატებულად მუშაობს და ნებადართული იქნება აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოების მიერ“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „დელტა შტამი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი თითქმის აუცილებლად იქნება ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი“ - ზაზა წერეთელი

⭕ „საქართველო რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა იყოს, 70-80 გარდაცვალების ნაცვლად 5-6 გარდაცვალება გვექნებოდა “ - თენგიზ ცერცვაძე

⭕ „ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ვირუსი უნდა ჩაწყნარდეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნას“ - გიორგი ფხაკაძე