COVID-19

ფაიზერის დირექტორს, რომელიც 4-ჯერ იყო ვაქცინირებული, კორონავირუსი დაუდასტურდა

კომპანია ფაიზერის დირექტორი ალბერტ ბურლა
1660741561
დაკოპირებულია

კომპანია „ფაიზერის“ გენერალურ დირექტორს ალბერტ ბურლას, რომელიც 4-ჯერ იყო ვაქცინირებული, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ greekcitytimes.com იუწყება. 

ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირების შესახებ თავად ბურლამ გაავრცელა.

მისი თქმით, უკვე დაიწყო მკურნალობა, რისთვისაც პრეპარატ Paxlovid-ს იყენებს. ფაიზერის დირექტორი, ასევე, აცხადებს, რომ ის იზოლირებულია და დაავადების მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

Paxlovid არის პრეპარატი, რომელიც მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში გამოიყენება, როგორებიცაა ხანდაზმული პაციენტები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

„კორონავირუსი დამიდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ. მსუბუქი სიმპტომები მაქვს. ჩვენ ბოლო წლებში ამ დაავადებასთან ბრძოლაში უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს კომპანია ფაიზერიდან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა ვაქცინები და მკურნალობის სხვა მეთოდები მსოფლიოში რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი“, - დაწერა ფაიზერის გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ამჟამად მსოფლიოში „ომიკრონის“ ქვეშტამები BA.4 და BA.5 ცირკულირებენ. მეცნიერები მათ ახასიათებენ, როგორც ძალზე გადამდებს კორონავირუსის სხვა სახეობებთან შედარებით. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთს ჰყავს 115 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, რაც 135 000 ადამიანია, აქედან 105 ჯგუფი უშუალოდ ფრონტზეა“ - ოლექსი რეზნიკოვი

👉 ვოლოდიმირ ზელენსკის ვალერი ზალუჟნის გადაყენება სურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტიდან - მედია

👉 „შეერთებული შტატების ახალი დახმარება მალე უკრაინაში იქნება“ - ოლექსი რეზნიკოვი

👉 ევროკავშირი მხოლოდ სახელით არის დემოკრატიული, გერმანია და საფრანგეთი ფლობენ რეალურ ძალაუფლებას - მატეუშ მორავეცკი

👉 ჩეჩნეთის მოქალაქეები აღშფოთებულნი არიან, რომ კადიროვი მუსლიმებს ორი ქრისტიანი ხალხის - რუსებისა და უკრაინელების „უცხო“ ომში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის, ეს ღალატად აღიქმება - უკრაინის დაზვერვა