მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერით“ აცრა 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი

ფაიზერი მოზარდებისთვის
1627025521
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ აცრა ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

„რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალის, ასევე ცხელი ხაზის, 15 22-ის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ერთიანი რიგი დავიცვათ.

შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეგისტრაციაც. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის, რომლებმაც „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთეს, მალე დაიწყება მეორე დოზისთვის რეგისტრაცია და აღნიშნა, რომ მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თამარ გაბუნია: ინფიცირებული ბავშვების კლინიკაში დაყოვნება, ძირითადად, 3 დღეს არ აღემატება

👉 აცრიან თუ რა „ფაიზერის“ გარდა სხვა ვაქცინით 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს? - ცერცვაძის განმარტება

👉 ლამბდა თუ დელტა - რომელი შტამია უფრო საშიში?