მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაიზერით ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1627638475
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ფაიზერით ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ გამოთქვა სურვილი, რომ აღნიშნულ პროცესში ჩაერთოს.

„როგორც მოგეხსენებათ აქამდე ფაიზერით ვაქცინაცია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში ტარდებოდა, დღეს უკვე იმის შესაძლებლობაა ფაიზერით ვაქცინაცია მისი რაოდენობიდან გამომდინარე და გვერდითი რეაქციები აცრის შემდგომ, განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები მინიმალურია, ფაიზერით ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებში.

თბილისში არის რამდენიმე დიდი, ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ატარებს ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს, ასე რომ ექსპერტების ჯგუფმა და უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა სავსებით სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ ფაიზერით ვაქცინაცია დაიწყო პოლიკლინიკურ ქსელშიც. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს კონსულტაციები. დაახლოებით 7 დაწესებულებაა, რომელმაც მზაობა გამოთქვა. ეს ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ქსელი კიდევ უფრო განვითარდეს“, - აღნიშნა გაბუნიამ და დასძინა, რომ პროცესში ამბულატორიული დაწესებულებები სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან ჩაერთვებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ფაიზერის ვაქცინის 168 000 დოზას საქართველო ხვალ მიიღებს

🔴 „მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა გვაქვს, გნებავთ მე-4 ტალღის დასაწყისი დაარქვით“ - გამყრელიძე

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 14 738 ადამიანი აიცრა