მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაქტია დღეს არის ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი, რომელიც ვაქცინაციას არ აპირებს“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1637143523
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე საუბრობს. 

ექიმი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს 700 ათასი ადამიანი, რომელიც ვაქცინაციას არ აპირებს. 

ივანე ჩხაიძის თქმით, ამ ადამიანებთან საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, მათ ყველა კითხვას პასუხი გაეცა, თუმცა ამბობს, რომ „ეს მაინც არ ჭრის“. 

ამასთან, ექიმის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გასულ კვირას საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი ეფექტი არ ექნება, ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებისთვის სავალდებულო გახდება. 

„წინა კვირას მიღებულ გადაწყვეტილების ეფექტი თუ იქნება მნიშვნელოვანი, მაშინ შეიძლება იმედი გვქონდეს. საუბარია მწვანე პასპორტებზე და 60 წელს ზემოთ გადაცილებული მოქალაქეების აცრის შემთხვევაში 200-ლარიანი დანამატის მიღებაზე.

ფაქტია, რომ თითქმის გაორმაგდა რაოდენობა 4000 იყო და 8000 გახდა, მაგრამ 8000 არის მესამედი იმის, რაც რეალურად გვჭირდება. 

ამიტომ თუ რამე შეიცვლება რადიკალურად, დეკემბრის მოლოდინზე ვსაუბრობ, მაშინ შეიძლება ამ ინტერვენციამ გაამართლოს, მაგრამ როგორც ჩანს, მოლოდინი უფრო მეტის იყო. 4000-დან 8000-მდე ასვლა, ეს რესურსი საკმარისი არ იქნება, ამიტომ ჩავთვლით, რომ გაამართლა ამ ღონისძიებამ, მაგრამ არა იმდენად, რომ ზეგავლენა ჰქონდეს ინფიცირებულების მაჩვენებლების შემცირების პროცესზე. 

შედეგი ცოტა ხანში გამოჩნდება, ნოემბრის ბოლოს, ამიტომ ვამბობ, ერთი რესურსი კიდევ რჩება, გარკვეულ ჯგუფებში გავხადოთ ვაქცინაცია სავალდებულო. ეს შეეხება ჯანდაცვის მუშაკებს, ალბათ, პირველ რიგში, დანარჩენი ჯგუფების ჩამოყალიბება და კონკრეტიზაცია შესაძლებელია. 

ფაქტია დღეს არის ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი, რომელიც ვაქცინაციას არ აპირებს. ამ ადამიანებს ველაპარაკებით, ვხვდებით, არგუმენტები მოგვყავს, მათ კითხვებზე პასუხს ვცემთ, მაგრამ არაფერი არ ჭრის. 1 კვირაში მილიონი გახდება აცრილთა რაოდენობა. 

ეს საკმარისი არ არის, 700 ათასი გვრჩება. 700 ათასი გვჭირდება იმისთვის, რომ საკმარისი იყოს. მინიმუმ 700 ათასზეა საუბარი. მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრაა საჭირო, რომ 60%-იანს მივაღწიოთ. 

იმისთვის, რომ ქვეყანამ წყნარად იცხოვროს და პანდემიის ზეგავლენა არ იყოს, ამისთვის კი 80%-ის ვაქცინაცია გვჭირდება. ანუ რეალურად ჩვენ გვინდა კიდევ მილიონი ადამიანი, იმისთვის რომ საქართველომ თქვას, რომ მოახერხა პანდემიის გაკონტროლება. ეს ყველანაირად არარეალურია. 

ორი ზღურბლი გვაქვს, ერთი - 60% იმისათვის, რომ ვთქვათ პანდემია კონტროლს ექვემდებარება, მეორე 80% იმისათვის, რომ ვთქვათ საქართველოში პანდემიის ზეგავლენა დამთავრდა, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებმაც 80%-იანი ზღვარი გადალახეს, ჰყავთ 100-200 ინფიცირებული და ნული გარდაცვლილი, სწორედ ეს არის 80%-იანი ვაქცინაციის შედეგი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

გარდა ამისა, ივანე ჩხაიძე საპროტესტო აქციებზე არსებულ რისკებზე საუბრობს და ამბობს, რომ თავშეყრა, სადაც 1 ან 2 საათი გრძელდება, ინფიცირების რისკებს ზრდის. 

„თავშეყრა, რომელიც მით უმეტეს 1 და 2 საათი გრძელდება, მანდ ინფიცირების რისკი მატულობს, პირბადის არქონა პირდაპირ რისკის მატებაა, ასე რომ ნებისმიერი ასეთი ღონისძიება, გამართული ღია თუ დახურულ სივრცეში, მნიშვნელობა აღარ აქვს. 

ეს არის ერთ-ერთი ხელშემწყობი იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად გვაქვს ასეთი მაღალი მაჩვენებელი ინფიცირების, იმიტომ, რომ დასასრული არ უჩანს მიტინგებს, შეკრებებს“, -  დასძინა ჩხაიძემ. 

ამავე თემაზე:

📣 შეუძლიათ თუ არა ალერგიულ ადამიანებს ვაქცინის ჩატარება - სპეციალისტის განმარტება

📣 სად უნდა აიღონ მოქალაქეებმა მწვანე პასპორტი?

📣 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი