მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფინანსური წახალისების სქემამ ვაქცინაციის ტემპზე დადებითად იმოქმედა“ - თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია
1638351636
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის ტემპის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, 200-ლარიანი ფინანსური წახალისების ამოქმედებამ 60 წლის ზემოთ ასაკის პირების აცრაზე დადებითად იმოქმედა. 

„ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად არის გაზრდილი, ამ მხრივ ნამდვილად შეინიშნება დადებითი დინამიკა წინა თვეებთან შედარებით, გუშინ 10 ათასზე მეტიც კი იყო. ტემპი განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში გაიზარდა, ფინანსური წახალისების სქემის შემოღებამ დადებითად იმოქმედა ამ ასაკობრივი კატეგორიის აცრაზე. თუ 7 ნოემბერს 156 ადამიანი აიცრა, 8 ნოემბრიდან ვაქცინირებულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, რაც არის ძალიან კარგი. პირველი დოზით აცრა არის მომატებული, თუმცა ბუსტერ დოზებზე არ არის აქტივობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ინფორმაციისთვის, 200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან. 60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც პირველი დოზით აცრილები ან სრულად ვაქცინირებულები არიან და „ბუსტერ დოზას“ იკეთებენ, ერთჯერად ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან , ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლად გახსნილ ანგარიშზე მოხდება. იმ ბენეფიციარების დაფინანსება კი, რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC