
ფოთში, ჰოსპიტალის ბოქსირებულ ბლოკში პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტმა მათ უთხრა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა ბოლნისიდან ჩამოსულ მოქალაქესთან.
“მან გვითხრა, რომ გუშინდელი დღიდან ჰქონდა ერთეული ხველა და ტემპერატურის მატება, ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ შეხება ჰქონდა პიროვნებასთან, რომელიც იყო ბოლნისიდან და ამიტომ მოვიდა ჩვენთან. რედგენოლოგიურად დადასტურდა პნევმონია. შევატყობინეთ ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, და მიმდინარეობს მასზე დაკვირვება. მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი",- განაცხადა ჟურნალისტებთან თერაპევტმა ქრისტინე დანელიამ.