მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი ტალღის დროს ინფიცირებულ ადამიანებს, შესაძლოა, ყნოსვა დაქვეითებული ჰქონდეთ - კვლევა

პირველი ტალღის დროს ინფიცირებულ ადამიანებს, შესაძლოა, ყნოსვა დაქვეითებული ჰქონდეთ
1642966740
COVID-19

შვედეთის წინასწარი კვლევის თანახმად, მათგან თითქმის ნახევარს, ვინც დაავადდა Covid-ით ინფექციების პირველ ტალღაზე, შეიძლება ჰქონდეს ყნოსვის გრძელვადიანი და მუდმივი ცვლილებები.

ყნოსვის უეცარი დაკარგვა, სუნის დაქვეითებული ან დამახინჯებული აღქმა, გაჩნდა, როგორც Covid-ის უჩვეულო სიმპტომი პანდემიის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი სწრაფად გამოჯანმრთელდა, აღმოაჩინეს, რომ მათ ყნოსვა ნორმალურად არ დაუბრუნდათ.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად ხშირი შეიძლება იყოს ეს დარღვევები, სტოკჰოლმში კაროლინსკის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს ყოვლისმომცველი ტესტები 100 ადამიანზე.

კვლევამ აჩვენა, რომ  გამოჯანმრთელებიდან 18 თვის შემდეგ, ძალიან ცოტა ადამიანმა - მხოლოდ 4%-მა - მთლიანად დაკარგა ყნოსვა, მაგრამ მესამედს ჰქონდა სუნის ამოცნობის უნარი და თითქმის ნახევარი უჩიოდა პაროსმიას( როდესაც ხალხს უცნაური და ხშირად უსიამოვნო სუნის შეგრძნება აქვს). 

შემდეგ მეცნიერებმა იგივე ტესტები ჩაატარეს იმ ადამიანების ჯგუფზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ვირუსი. 

დაახლოებით მეხუთედს აღმოაჩნდა ყნოსვის მსგავსი ხარვეზები, რაც გულისხმობს იმას, რომ ყნოსვის დარღვევები საერთო პოპულაციაში კოვიდის გავრცელებამდე იყო გავრცელებული.

მეცნიერები ასკვნიან, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებულთა 65%-ს აღენიშნებოდა ყნოსვის დაკარგვა, ყნოსვის დაქვეითება ან გრძნობის დამახინჯება ინფექციიდან 18 თვის შემდეგ, შედარებით მათ 20%, ვისაც ვირუსი არ ჰქონდა დაინფიცირებული. 

კვლევის მოხალისეები იყვნენ ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც რეგულარულად ატარებდნენ ტესტირებას Covid-ზე შვედეთში ეპიდემიის დაწყებიდან. იმის გამო, რომ კვლევა ფოკუსირებული იყო იმ ადამიანებზე, რომლებმაც პირველი ტალღის დროს დაიჭირეს Covid, არც ერთი მოხალისე არ იყო აცრილი იმ დროს. ამავე მიზეზით, მათი ინფექციები გამოწვეული იყო ვირუსის ძველი ვერსიით და არა „ომიკრონის“ ვარიანტით, რომელიც ახლა სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზი ვარაუდობს, რომ სუნის ან გემოს დაკარგვა ორზე ნაკლებია „ომიკრონთან“ შედარებით, ვიდრე დელტას ვარიანტში, მაგრამ დოქტორი იოჰან ლუნდსტრომი, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას კაროლინსკას ინსტიტუტში, თქვა, რომ არ არსებობს სანდო მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად საშიში იყო ყნოსვის სისტემისთვის.

სუნის უმნიშვნელო დაკარგვამ, შეიძლება ბევრისთვის ცხოვრება არ შეცვალოს, მაგრამ ლუნდსტრომმა თქვა, რომ ყნოსვის ძლიერმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და ადამიანების შეცვლა.

„როდესაც სუნი არ გაქვს, არაცნობიერად, ადამიანები იწყებენ მეტი შაქრისა და ცხიმის მიღებას, ან უჩნდებათ სურვილი შემწვარი საკვებისადმი, რათა მიიღონ გარკვეული სიამოვნება ჭამისგან“, - აცხადებს ლუნდსტრომი,

ლუნდსტრომმა აღნიშნა, რომ კვლევის ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ის, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების თითქმის ნახევარმა აღნიშნა ყნოსვის დაკარგვა ინფექციის შემდეგ.

„მათ შეიძლება ვერ დაიბრუნონ ყნოსვა 100%-ით, მაგრამ მათი უმეტესობა ვარჯიშთან ერთად დაუბრუნდება ისეთ წერტილს, როდესაც მათი დაქვეითებული ყნოსვა არ იმოქმედებს მათ ცხოვრებაზე“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება