მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება

შოპინგი Pia.ge
1611307275
COVID-19

„დღეს საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბათუმში ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა“, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

„მოგეხსენებათ, რომ 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ვინაიდან ჩვენ გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად გვაქვს საშუალება რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ.

კერძოდ, დღეს საბჭოთა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბათუმში ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ღია და დახურული ბაზრობების გახსნას, ვიცე პრემიერმა დასძინა, რომ ეს ობიექტები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში, ქუთაისში და რუსთავში 1-ლი მარტიდან აღდგება

✔️ პირველ მარტამდე „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება