COVID-19

„პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა სრულად აცრილისას მინიმუმ 68-ჯერ სჯობს!!!“ - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი
1631962822
დაკოპირებულია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალური ქსელით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილი ადამიანის იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულის.

იგი ეთანხმება აღნიშნულ პოზიციას და მაგალითად გერმანიაში მომხდარი შემთხვევა მოჰყავს, რომლის დროსაც 200 ადამიანიდან სრულად აცრილი 68 პირი „დელტა შტამით“ ინფიცირდა, ხოლო კოვიდგადატანილი ადამიანები დაცული დარჩნენ.

„გუშინ პრაქტიკამ დაამტკიცა, გერმანიაში რომ 68-ჯერ სჯობს მინიმუმ!!! გერმანიაში ერთ დისკოთეკაში დაშვებულნი იყვნენ რამდენიმე ასეული, 200-ზე მეტი ადამიანი, კოვიდგადატანილები და სრულიად აცრილები, რა თქმა უნდა უტესტოდ, აბა აცრილის დატესტვას ვინ გაბედავდა, შეთავაზებაც კი წარმოუდგენელია ამგვარი რამის!!! 68 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი, 68 აცრილს. არცერთ კოვიდგადატანილს. ვირუსი აღმოჩნდა დელტა შტამი.

ეს ყველა აცრილი და ახლა კოვიდიანი თავს მშვენივრად გრძნობს აცრილია და ახალგაზრდაა, რატომ უნდა იყოს სხვანაირად?? როგორმე უნდა შევეგუეთ ეს ორჯერ და სამჯერ აცრილები და მეოთხე და მეხუთე აცრის მომლოდინენი, რომ, მოეშვით კოვიდგატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრება“, - აღნიშნავს ექიმი.

იგი აცხადებს, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ორგანიზმი ინფექციას უჯრედის დონეზე იმახსოვრებს.

„შეამოწმეთ ისინი, ვისაც არ სურს აცრა, გადაიტანა თუ არა კოვიდ ინფექცია, აი ამაზე წამოგყვება მოსახლეობა და სიტუაცია ცოტათი დაწყნარდება, რადგან ახლა კი ცხელა, მაგრამ, ახლა რომ ამდენი ჰოსპიტალიზებული გყავს,
აი რომ აცივდება, მერე ყველა სურდოიანი და 38 სიცხიანი მიადგება საავადმყოფოს, დაურეკავს სასწრაფოს და დაპანიკდება.

აი იქ, ერთი აცრილი პერსონალი და არდატესტილი ყველას დაავადებს. ერთი აცრილი და ვირუსმატარებელი ნახევარ ავტობუსს გადასდებს და ამაზე ახლაა საფიქრალი. როცა აცრის არმსურველს აუღებ ანალიზს და ეტყვი, შენი ანტისხეულის რაოდენობა 1-ია, ანუ 0,8-ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ გადაიტანე კოვიდი და სულერთია რამდენი გაქვს ანტისხეული, ორგანიზმმა იცის მასთან გამკლავება, ამის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდება, ხალხიც დაწყნარდება და ექიმიც დაწყნარდება.

თუკი ახლა ვინმეს დისკუსიის სურვილი გაგიჩნდებათ, აბა ანტისხეული ამდენი და იმდენი უნდა იყოსო, არის საკმარისი კვლევები კოვიდგადატანილებზე და იმუნური სისტემის მახსოვრობის უჯრედებზე და მათ ფუქციებსა თუ შესაძლებლობებზე, კოვიდგადატანილებში ძვლის ტვინში არსებულ სპეციალურ კუნძულებზე, რომელთაც ახსოვთ ინფექცია.

და სხვათა შორის, ეს ისრაელში დადგინდა, რომ „ფაიზერის“ ორი აცრიდან რამდენიმე კვირის მერე პოსტკოვიდურის მსგავსი კუნძულები დადგინდა ძვლის ტვინის ქსოვილში.

ასე რომ, აცრაც და ამგვარად სრული იმუნიზაციაც იმაზე დიდხანს იცავს, ვიდრე ახლა მიღებულია, რომ ექიმმა თქვას და გააპიაროს. და მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას. ცოტა ლოგიკურად იფიქრეთ ხოლმე და ნურავინ ამაყობს ტვინის თვითამპუტაციით“, - წერს იაგო ფრანგიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ აქვს თუ არა აზრი კოვიდგადატანილი ადამიანების აცრას? - Washingtonpost

⭕ „არასწორია მოსაზრება, რომ კორონავირუსი სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს“ - ივანე ჩხაიძე

⭕ რამდენად უსაფრთხოა ბავშვების ვაქცინაცია? - BBC

ბრიუსელი, ბელგია

ბელგიაში კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადა...

ბელგიაში, ბრიუსელში მოსახლეობის მიერ კოვიდშეზღუდვების გაპროტესტება პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების ფონზე სამოგზაურო შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ apnews იუწყება. 
1638720475
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. 
1638717500
ზვავი ავსტრიაში

ავსტრიაში ზვავს სამი მოთხილამურე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ავსტრიაში ზვავის შედეგად სამი მოთხილამურე დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
„სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამას ბევრ ადამიანზე ვერ ვიტყვი...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. 
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის პოსპიტალში მიტროპოლიტი ნიკოლოზ...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. 
მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და გარდ...
მარტყოფში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ქმარმა ცოლი პურის საჭრელი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.