
"ჩვენ ვმართავთ პროცესს იმისთვის, რომ პიკი იყოს მართვადი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ჩვენი მართვის ხარისხი როგორი იქნება. ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ პიკში საერთოდ არ შევიდეთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს ცოტა პლატოს მაგვარი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა ერთად უნდა ჩაერთოს- ხელისუფლებაც და საზოგადოებაც.
"ეს ის პროცესია, რომელშიც ყველას ერთად გვჭირდება მუშაბა. ჩვენ როდესაც ვამბობთ სამოქალაქი თვიშეგნება და პასუხისმგებლობა - ეს არ არის რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვები. ყველა ხომ ვხვდებით, რომ გლობალურად სამყარო საერთოდ შეცვლილია? სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ადამიანის ჩვეულებრივი ქცევები იცვლება. ჩვენი ამოცნაა, ეს ტრანსფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მოხდეს რაც შეიძლება ეტაპობრივად, ეფექტურად და ნაკლები მსხვერპლის გაღების შედეგად. როდესაც მსხვერპლს ვამბობ, არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ადამიანების ჯანმრთელობას. ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ იმ დაკარგული პოზიციების აღდგენა, რომლის დაკარგვაც ფაქტობრივად მოგვიწევს და ახლა ვხედავთ, ეკონომიკური აქტიურობა ყოველდღიურად როგორ არის შესუსტებული. ამიტომ ვცდილობთ, დაბალანსებული ნაბიჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, თორემ მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება - შუქის ჩაქრობა და ასე ლოდინი. ამას რა ფასი ექნება? და ეს ყველაფერი რომ დასრულდება, ეკონომიკურად ჩვენი ქვეანა სად იქნება? ამიტომ ვცდილობთ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველი პრიორიტეტი გახლავთ მოქალაქის ჯანმრთელობა, მეორე- ჩვენი ეკონომიკა და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეკონომიკაზე დარტყმა იყოს შერბილებული. მესამე პრიორიტეტია ქვეყანაში არსებული მარაგები, მისი მართვა და მეოთხე პრიორიტეტი გახლავთ ეს სამოქალაქო წესრიგი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში მარაგები საკმარისად არის, რამდენიმე დღის წინ კი, სუპერპარკეტებში აუხსნელი პანიკა იყო, როდესაც მოქალაქეებმა პროდუქტის მომარაგება დაიწყეს.
"შეიძლება გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, გამოვიწვიოთ პანიკა და ის რაც გვქონდა მაგალითად შაბათ-კვირას, გაჩნდეს აბსოლუტურად აუხსნელი მოთხოვნა ელემენტარულ პროდუქტებზე. მივიღოთ ისეთი შედეგი, რომ პანიკური პროცესი შეგვექმნას ორ დღეში, როდესაც ამის საფუძველი საერთოდ არ არსებობს. მარაგებია საკმარისზე მეტი, ქსელებთან გვაქვს მშვენიერი ურთიერთობა. ორ დღეში დადასტურდა, რომ პანიკური მოთხოვნების საფუძვლები არ არსებობდა", - აცხადებს გიორგი გახარია.