COVID-19

რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმელებზე და რა გართულებებს ტოვებს ხანგრძლივი კოვიდი - კვლევა

იაპონიაში  კორონავირუსის ეტა ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა
1631685709
დაკოპირებულია

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ე.წ. ხანგრძლივ კოვიდს და თირკმელების პრობლემებს ეხება.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, კვლევის მიზანი იყო დაედგინათ, რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმელებზე და რა გართულებებს ტოვებდა ის ხანგრძლივი კოვიდის დროს.

„აშშ-ში კვლევის დროს, 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 15 მარტამდე, მოხდა დაკვირვება 1 726 683 ადამიანზე. აქედან 89 216 ადამიანი იყო ის, ვინც გადაიტანა კოვიდი და 1 637 467 არაინფიცირებული საკონტროლო ჯგუფი.

კვლევის მიზანი იყო დაედგინათ რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმელებზე და რა გართულებებს ტოვებდა ის ხანგრძლივი კოვიდის დროს.

ზაზა წერეთელი კვლევიდან გამომდინარე რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნაზე საუბრობს:

1) COVID 19-ის გადარჩენილებმა განიცადეს eGFR– ის [გლომერულული ფილტრაციის ხარისხი] უფრო დიდი შემცირება, ვიდრე არაინფიცირებულმა კონტროლმა და eGFR– ის შემცირება უფრო მეტად იყო გამოხატული COVID-19 ინფექციის სიმძიმის ზრდასთან ერთად

2) დაავადების გადატანიდან 6 თვის შემდეგ თირკმლის მწვავე დაზიანება - 94%-ით უფრო მეტ ადამიანშია გამოხატული ინფექცია გადატანილებს შორის. თირკმლის გაფილტვრის კოეფიციენტი eGFR 50%-ით ან მეტით ნაკლებია - 64%-ით უფრო მეტი კოვიდ გადატანილებში. ბოლო სტადია - თირკმლის დაავადება - რისკი თითქმის სამჯერ მეტი კოვიდ გადატანილებში

3) თირკმლის დაავადების ბოლო სტადიის ( end stage kidney disease - ESKD) რისკის უზარმაზარი ზრდა - ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში - 5.7x უფრო მაღალი რისკი და 13x უფრო მაღალი რისკი თუკი ავადმყოფი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. მაშინაც კი, თუ არ ხართ ჰოსპიტალიზებული COVID19 -ით - მაინც არის ESKD– ის 2 -ჯერ გაზრდილი რისკი !!! ანუ 2 -ჯერ მეტი რისკია რომ თირკმლის დიალიზის გახდეს საჭირო!

4) თირკმელების ფუნქციის გამწვავება არ ხდება მხოლოდ იმ ადამიანებში ვისაც ადრეც ჰქონდა თირკმლის მწვავე დაავადებები… მაშინაც კი, თუ ადამიანი ჰოსპიტალიზებული იყო და ამ დროს მას არ ჰქონდა მწვავე თირკმელების დაავადება (Acute Kidney injury – AKI), თირკმლის ფუნქცია მაინც მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს დიაგნოზის დასმიდან 30 დღის შემდეგ“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინის ორი დოზის მიღება თითქმის ანახევრებს იმის ალბათობას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ დაგრჩეთ ე.წ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები“

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს - კვლევა

👉 ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს