COVID-19

რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?

კორონავირუსი ახალგაზრდებში
1633511580
დაკოპირებულია

გაეროს ბავშვთა ფონდის Unicef-ის გამოკითხვის თანახმად, 15-დან 24 წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე ადამიანი კორონავირუსის გამო ხშირად განიცდის დეპრესიას ან გარემო მოვლენების მიმართ კარგავს ინტერესს. ორგანიზაციამ გამოკითხა 21 ქვეყნის მოზარდები და ახალგაზრდები. გერმანიაში ეს ამ სეგმენტის გამოკითხულთა მეოთხედმაც დაადასტურა (24%). ინფორმაციას SPIEGEL-ი ავრცელებს.

Unicef-ი პირდაპირ მიუთითებს პანდემიის შედეგებზე:

„გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში შვიდიდან მინიმუმ ერთი ბავშვი პირდაპირ არის დაზარალებული კოვიდ პანდემიის გამო მიღებული რეგულაციებით. ეს 18 თვე ძალიან გრძელი გამოდგა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის. ლოკდაუნების და პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვების გამო ბავშვებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ოჯახისგან, მეგობრებისგან, საკლასო ოთახებიდან, თამაშისგან შორს გაატარეს, რაც თავად ბავშვობის განუყოფელი ელემენტებია, ხოლო 1,6 მილიარდზე მეტი ბავშვი ჩამორჩა საგანმანათლებლო პროგრამას.“

დაწესებული რეგულაციების რუტინა, განათლების შეფერხებული მიმდინარეობა და შეშფოთება ოჯახის შემოსავლებისა თუ ჯანმრთელობის შესახებ ამ ყოველივემ მოზარდებში გამოიწვია შიში, გაბრაზება და შეშფოთება, თუ როგორ წარიმართება მათი მომავალი.

Unicef–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰენრიეტა ფორმა განაცხადა:

„პანდემიის გავლენა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე სერიოზულია. ამავე დროს, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან ძალიან ბევრი ბავშვი პანდემიამდე ისედაც განიცდიდა ფსიქოლოგიურ სტრესს. მთავრობები კი არ დებენ საკმარის ინვესტიციებს მოზარდების მენტალური ჯანმრთელობის გაჯანსაღებისათვის. არასათანადო მნიშვნელობა ენიჭება მენტალურ ჯანმრთელობასა და სამომავლო ცხოვრებისეულ მიღწევებს შორის ურთიერთკავშირს.

სტიგმასთან ბრძოლა

გაეროს ბავშვთა ფონდი ​​ეყრდნობა ამჟამინდელ კვლევას, რომლის მიხედვითაც შეისწავლეს 10-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა. კვლევის შედეგად მოზარდებიდან ყოველი შვიდიდან ერთ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები და მენტალური დარღვევები უფიქსირდებოდა.

ეს შეფასება შეესაბამება მსოფლიოში 80 მილიონ მოზარდს, რომლებიც წარმოადგენენ 10-დან 14 წლამდე კატეგორიას და 86 მილიონ 15-დან 19 წლამდე ახალგაზრდას.

15-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ასევე ხშირია თვითმკვლელობის მცდელობები და ძალადობის ფაქტები.

ყოველწლიურად თითქმის 46,000 მოზარდი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილის ხუთ წამყვან მიზეზს შორისაა. ამ დროს კი მენტალური ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მენტალური ჯანმრთელობის დაფინანსებას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი არსებობს. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სამთავრობო ბიუჯეტების დაახლოებით 2 პროცენტი არის გამოყოფილი მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებისათვის.

Unicef-ი ანგარიშში, ​​ასევე, ხაზს უსვამს ფსიქიკური პრობლემების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზს, რომელიც რის ეკონომიკური ფაქტორი.

ორგანიზაცია მოითხოვს მეტი ინვესტიციის ჩადებას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაჯანსაღებისათვის. გარდა ამისა, „ფსიქიკური დაავადებების შესახებ დუმილი და სტიგმა უნდა დაირღვეს, საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს და ხელი შეუწყოს განათლების მიღებას მენტალური ჯანმრთელობის სფეროში“, - ნათქვამია Unicef-ის განცხადებაში.

დამცავი ფაქტორები

ანგარიშის თანახმად, ადრეული ასაკიდან გენეტიკის, გამოცდილებისა და გარემო ფაქტორების ერთობლიობა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე მთელი მათი ცხოვრების მანძილზე.

მართალია, ისეთი დამცავი ფაქტორები, როგორებიცაა მოსიყვარულე აღმზრდელები, უსაფრთხო გარემო სკოლაში და დადებითი ურთიერთობები თანატოლებთან, ხელს უწყობენ მენტალური აშლილობის რისკის შემცირებას, ანგარიში გვაფრთხილებს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ბარიერები, მათ შორის სტიგმა და დაფინანსების ნაკლებობა, რაც აფერხებს ბევრ ბავშვს დადებითი მენტალური ჯანმრთელობის ქონასა და მათთვის საჭირო მხარდაჭერის მიღებაში.

„მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2021“ მოუწოდებს მთავრობებს და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აიღონ ვალდებულება, ჰქონდეთ კომუნიკაცია და იმოქმედონ ყველა ბავშვის, მოზარდისა და აღმზრდელის მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის, დაიცვან ისინი, ვისაც დახმარება ესაჭიროება და იზრუნონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე.

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
1638700160
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.
„როგორ შეიძლება მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება ინანოს“ - ბადრი კ...
„არა, როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში“, - ასე პასუხობს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ნანობს თუ არა თავის გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.
ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვე...
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით.