მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა უკუჩვენებები ჰქონდა Pfizer-ის ვაქცინას კვლევის პროცესში? 

ვაქცინის შემქმნელი
1607285205
COVID-19

Pfizer-ისა და BioNTech​-ის ვაქცინის შემქმნელის, უგურ საჰინის განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე პრეპარატის 50 მილიონი დოზა იქნება დამზადებული, 2021 წელს კი, რაოდენობა მილიარდს გადააჭარბებს. 

მისი თქმით, ვაქცინას კვლევის პროცესში გარკვეული უკუჩვენებები ჰქონდა, როგორიცაა თავის ტკივილი, ტემპერატურა.

„2-3 დღე სტკიოდათ ნანემსარი. ზოგს 2 დღე სიცხე ჰქონდა. რაც შეეხება იმუნიტეტს, ამაზე დაკვირვება გრძელდება. თვეები ან 1 წელი უნდა იყოთ დაცული“, - განაცხადა საჰინმა „იმედის“ ეთერში.

მეცნიერის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა რეკომენდირებულია ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 28 დღის შემდეგ.

როდის დაუბრუნდება სამყარო ცხოვრების ჩვეულ რითმს?

„თუ ყველა დაკისრებულ მოვალეობას ათიანზე შევასრულებთ, მაშინ ეს მოხდება ალბათ მომავალი წლის შემოდგომაზე“,- აღნიშნა მეცნიერმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

Pfizer და BioNTech-ის კომპანიები ევროკავშირს ვაქცინის გამოყენების დაშვებისკენ მოუწოდებენ

Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია