მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“ - გაბუნია ეპიდსიტუაციაზე

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
1629454968
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის.

„ჯერჯერობით, მთავარია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ციფრები დღეს შედარებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად, ამ ციფრების საფუძველზე იკვეთება“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“