COVID-19

რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან? - იმნაძის განმარტება

რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან?
1622405501
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ფაიზერის ვაქცინას ინდური შტამის მიმართ 88%-იანი ეფექტიანობა აქვს.

„სამი მათგანი უკვე გაემგზავრა საქართველოდან. მათ აქაურ კონტაქტებში ჯერჯერობით არაფერია, შესწავლილები არიან. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას არ უნდა იყოს მათგანაც გავრცელება, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც იცავდნენ იზოლაციის წესებს საკმაოდ კარგად.

ბინის პირობებში მიმდინარეობდა მათი იზოლაცია და მკურნალობა. ასე რომ არავითარი დამატებითი გართულება ჯანმრთელობის მხრივ მათ არ ჰქონიათ.

ბოლო კვლევებით, ორი დოზის შემდეგ, ფაიზერის ვაქცინას ინდური შტამის მიმართ 88%-იანი ეფექტიანობა აქვს, ასტრა-ზენეკას 66%.

სამეცნიერო საზოგადოება ამბობს, რომ ჩინური წარმოების ვაქცინებიც ეფექტიანია, თუმცა რამდენად - ჯერ უცნობია. თუმცა დაზუსტებითაა ცნობილი, უკიდურეს შემთხვევაში, ვაქცინა დაავადების მსუბუქად წარმართვის საფუძველია და გართულებას გამორიცხავს“ - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, 27 მაისს საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან

👉 „ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს“

👉 „ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ“ - ინდოეთში „შავი სოკოს“ სამკურნალო წამლების დეფიციტია