მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

„რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“
1633671776
COVID-19

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ სატელევიზიო ეთერში, ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელსა და გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა იმუნიზაციაა და სავალდებულოა, ასევე, რეკომენდაციების დაცვა.

„ბოლო რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტატისტიკასთან მიმართებით, შედარებით გაუარესებულია და ეს მნიშვნელოვანია ვაქცინაციის თვალსაზრისით. უნდა მოხდეს კიდევ უფრო გააქტიურება ვაქცინაციის პროცესის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვირუსთან ბრძოლაში რჩება ისევ რეკომენდაციები: სოციალური დისტანცია, ნიღბის გამოყენება, ჰიგიენის დაცვა და თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება“, - აცხადებს მეგი კობახიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 მესამე დოზით აცრა დასაშვებია ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ