COVID-19

რატომ არ იცავს ვაქცინა ინფიცირებისგან და უნდა ავიცრათ თუ არა? - Deutsche Welle

ვაქცინაციის ეფექტიანობა
1634570381
დაკოპირებულია

ზოგიერთი ადამიანი, რომელმაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა, კორონავირუსით მაინც ინფიცირდა. DW სტატიას აქვეყნებს, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს და რატომ ვერ დაიცვა აცრამ ეს ადამიანები კორონავირუსისგან.

ორივე აცრის გაკეთების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირება და ყველა კლინიკური გამოვლინება ძალზე იშვიათად ხდება, ეს სწორედ ის გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც ვაქცინა ეფექტიანი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა - უნდა ავიცრათ მაინც თუ არა? პასუხი ცალსახაა - აუცილებლად უნდა ავიცრათ. სოციალურ ქსელებში ხშირად გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ ვაქცინამ ინფიცირებისგან არ დაგვიცვა, ეს პრეპარატის სუსტ ეფექტიანობას ნიშნავს, არასწორია. სწორი კი ის არის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვერცერთი ვაქცინა 100%-იან დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

რამდენად ეფექტიანია ვაქცინები?

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის შეფასებით, გერმანიაში ვაქცინების საშუალო ეფექტიანობა 18-59 წლის ასაკის ადამიანებში 83%-ს შეადგენს. 60 წელზე უფროსი ადამიანებისთვის კი დაახლოებით 82%-ს. ამასთანავე, დაავადების მძიმე ფორმებისგან დაცვა ამ ასაკობრივი კატეგორიებისთვის შესაბამისად 95% და 93 %-ს შეადგენს.

რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობის ხანგრძლივობას, ამაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია.

„ჯერ არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელმაც ვაქცინა ერთ წელზე დიდი ხნის წინ გაიკეთა. ამიტომ შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რამდენ ხანს მოქმედებს ვაქცინა“, - განაცხადა გერმანიის იმუნოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტმა კრისტიან ფალკმა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ანტისხეულების რაოდენობა 6-9 თვის შემდეგ იკლებს. ფალკის თქმით, ეს ფაქტი პრობლემას არ წარმოადგენდა, სანამ ვარიანტი „დელტა“ არ გაჩნდა, რომელიც ბევრად უფრო გადამდებია წინა შტამებთან შედარებით.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს აცრა არაეფექტიანი?

„თუ ვაქცინაციის შედეგად ფორმირებული იმუნური სისტემა ანტისხეულების მეშვეობით ანტიგენებს წინ ვერ აღუდგება, ვირუსს დაცვის დაძლევა შეუძლია. მას შეუძლია უჯრედში გამაგრდეს და ინფექცია ყელ-ცხვირის მიდამოებში გააჩინოს. ეს არის შემთხვევები, როდესაც ვაქცინამ ვერ იმუშავა“, - აცხადებენ ჰანოვერის სამედიცინო სკოლის ტრანსპლანტიმუნოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტები.

რობერტ კოხის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, აცრილი პაციენტების მხოლოდ 0,56%-ს დაავადების მძიმე ფორმა აღენიშნებათ. რაც შეეხება სიკვდილიანობას, ის ვაქცინირებული პაციენტების 1,06%-ში დაფიქსირდა. შედარებისთვის, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, როდესაც ვაქცინები არ არსებობდა, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 6,25% გარდაიცვალა. 722 გარდაცვალების შემთხვევაში 75% 80 წელზე უფროსი იყო. შესაბამისად ის აჩვენებს ამ დაავადებისგან გარდაცვალების მაღალ რისკს ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინების ეფექტიანობის მიუხედავად.

გაიზარდა თუ არა არაეფექტიანი ვაქცინების რაოდენობა?

დიახ, ისევ და ისევ რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისიდან 18-59 ასაკობრივ კატეგორიაში 8224 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ვაქცინამ არ იმუშავა. ანუ ეს მაჩვენებელი 7,2%-ით გაიზარდა, თუ ვაქცინაციის მთელ პერიოდს შევადარებთ.

60 წელზე უფროს კატეგორიაში, ასევე, ზრდა შეინიშნება. ამ ასაკში არაეფექტიანობის შემთხვევებმა 7015, ანუ 10,1% შეადგინა. იმ პაციენტების რაოდენობა, ვინც აცრების მიუხედავად, ინტენსიური თერაპიის პალატაში აღმოჩნდა, 6%-ს შეადგენს.

კოხის ინსტიტუტის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს სიტუაცია მოსალოდნელი იყო, რადგანაც სულ უფრო მეტი ადამიანი იტარებს აცრას, მაგრამ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს.

ვაქცინების არაეფექტიანობაზე აუცრელები აგებენ პასუხს?

არა, მაგრამ მათი საქციელი კორონავირუსის გავრცელებაზე, პანდემიაზე და ჯანდაცვის სისტემის დატვირთვაზე მოქმედებს. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდა, ძირითადად, აუცრელ პაციენტებზე მოდის, რომელთა ასაკი 60 წელს აღემატება. თუ შემოდგომაზე კორონავირუსის შემთხვევები გაიზრდება, რისკის ჯგუფში, პირველ რიგში, აუცრელები აღმოჩნდებიან. დოქტორ ფალკის ინფორმაციით, აცრილიც შეიძლება დაინფიცირდეს, რადგანაც ვირუსი არსად წასულა, ის კიდევ უფრო მეტი გახდა.

აცრის შემდეგ იმუნიტეტი დროის განმავლობაში იკლებს, რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, მაგ. ონკოლოგიური პრობლემების მქონე პირებს, ისინი კიდევ უფრო დიდ საფრთხეში არიან.

ამიტომ ვაქცინაციის კომისიამ 7 ოქტომბერს 70 წელზე უფროსი ადამიანებისთვის მესამე ვაქცინის გაკეთების რეკომენდაცია გასცა. ექიმებს და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალს, ასევე, ბუსტერ დოზას გაუკეთებენ. ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზით უკვე მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

რა ინტერვალი უნდა არსებობდეს ვაქცინებს შორის?

ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა ფაიზერის ვაქცინით აიცრა, სადაც ორ დოზას შორის ინტერვალი 21 დღეს შეადგენდა. იმუნოლოგ ფალკის თქმით, ფაიზერით აცრის დროს ეფექტი უფრო დიდია 42-დღიანი ინტერვალის შემდეგ.

„მეორე ვაქცინა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ის იმუნური მეხსიერების ფორმირებას ხელს უწყობს. ფაიზერის შემთხვევაში უმჯობესია შუალედი 6, ხოლო ასტრაზენეკას დროს 12 კვირას უნდა შეადგენდეს“.

ჯონსონი&ჯონსონის ვაქცინის ეფექტიანობას, რომლის დროს მხოლოდ ერთი აცრა კეთდება, კრისტინე ფალკი კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, ეს კვლევები პანდემიის პირველ ეტაპზე ჩატარდა, ახლა კი ახალი მუტაციები გაჩნდა, რომელთა ამოცნობას ანტრისხეულები ხშირად ვერ ახერხებენ, მაგალითისთვის, ასეთია „დელტა“ შტამი.

📣 რა არის ტვინდემია?

📣 რის გაკეთება შეუძლიათ ან როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება ორჯერ ვაქცინირებულებმა?

📣 არავაქცინირებული პირები გარშემო მყოფთათვის საფრთხეს წარმოადგენენ

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.
1638688151
ტესტი კორონავირუსზე

46 გარდაცვალება, 3 410 ინფიცირება, 4 732 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარებ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 732 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
1638687000
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.
ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვე...
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 
„არ მიცხოვრია ისე, რომ ამ ადამიანმა მკვლელი მეძახოს“ - თაკო ჩარკვიანი...
„არ მიცხოვრია ისე, რომ ამ ადამიანმა მკვლელი, მწამებელი მეძახოს,“ - ასე გამოეხმაურა პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას.