მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არის კარგი გახანგრძლივებული ინტერვალი „ფაიზერის“ ორ დოზას შორის? - თამარ ჟამურაშვილის განმარტება

რატომ არის კარგი გახანგრძლივებული ინტერვალი „ფაიზერის“ ორ დოზას შორის?
1631095782
COVID-19

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ განმარტებას აკეთებს, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინას შორის გახანგრძლივებულ ინტერვალს ეხება.

მისი თქმით, კვლევა 7.12.2020-დან 12.03.21-მდე ბრიტანეთში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობდა ჯანდაცვის სისტემის 503 წარმომადგენელი.

„საბოლოო შედეგით დადგინდა, რომ ვაქცინაციის დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალის (6-12კვირის) პირობებში მანეიტრალიზიებელი ანტისხეულების უფრო მაღალი ტიტრი გამოუმუშავდება და უჯრედული იმუნიტეტიც ბევრად უფრო ძლიერია (CD4 უჯრედებისა და IL2-ის მაღალი ექსპრესია), ვიდრე 3-4 -კვირიანი ინტერვალის შემთხვევაში“, - ამბობს ჟამურაშვილი.

როგორც ჟამურაშვილი აღნიშნავს, გახანგრძლივებული ინტერვალის პირობებში ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად ეცემოდა მეორე დოზამდე.

„განსაკუთრებით დაბალი ტიტრით გამომუშავდა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მანეიტრალიზიებელი ანტისხეულები პირველი დოზის (!!) შემდეგ და მკვეთრად შემცირდა მეორე დოზამდე. T- უჯრედები კი (უჯრედული იმუნიტეტი) მეორე დოზამდე მაღალი კონცენტრაციით შენარჩუნდნენ.

მეორე დოზის შემდეგ გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში (6-12კვირის) მანეიტრალიზიებელი ანტისხეულების ტიტრი 2-ჯერ უფრო მაღალი იყო ვიდრე მოკლე, 3-4 -კვირიანი ინტერვალის შემდეგ.

ორი დოზის შემდეგ T - უჯრედების დონე გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში 1,6-ჯერ დაბალი იყო, ვიდრე მოკლე ინტერვალის პირობებში, თუმცა ამასთან ხანგრძლივი ინტერვალის დროს CD4- უჯრედების, რომლებიც ხანგრძლივ იმუნურ მეხსიერებასა და ინფექციის თავიდან აცილებას უზრუნველყოფენ, უფრო მაღალი ექსპრესია დაფიქსირდა.

გახანგრძლივებული ინტერვალი მეორე დოზის შემდეგ ბევრად უფრო მაღალი მანეიტრალიზიებელი ანტისხეულების ტიტრის გამომუშავებას იწვევდა როგორც დელტა შტამის, ასევე, ყველა სხვა დღესდღეობით არსებული ვარიანტების წინააღმდეგ“, - წერს ქართველი ექიმი.

ექიმი თამარ ჟამურაშვილი, კვლევის რამდენიმე ლიმიტაციაზეც საუბრობს და ყველაზე მთავარ ლიმიტაციად 2 ფაქტორს ასახელებს.

„კვლევას რამდენიმე ლიმიტაცია აქვს, ყველაზე მთავარ ლიმიტაციად კი 2 ფაქტორს დავასახელებდი:

1. ამ წლის დასაწყისში ბრიტანეთში არც ისე ბევრი დელტა შტამი იყო

2. 503 მონაწილედან 223-ს (44%-ს) კოვიდი გადატანილი ჰქონდა, ამ შემთხვევაში კი, როგორც ვიცით, მკვეთრად განსხვავებული იმუნური რეაქციაა ვაქცინებზე.

სავარაუდოდ ცოტა უფრო ხანგრძლივი ინტერვალის პირობებში „ფაიზერის“ ვაქცინა უფრო ეფექტურია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდებოდი სხვა კვლევებსაც.

P.S: ეს პოსტი იმისთვის დავწერე, რომ ასეთი სახის კითხვებს გაეცეს პასუხი და არა თუ უფრო მეტი დაიწეროს.
როგორც პოსტის ბოლოს წერია: „ამ საკითხთან დაკავშირებით დავლოდებოდი სხვა კვლევებსაც“, მანამდე კი უნდა მიჰყვეთ ქართულ პროტოკოლს, რომელიც ჯერ არ შეცვლილა. ყველაფერი დანარჩენი უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს“, - წერს თამარ ჟამურაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „თუკი ადამიანმა არ იცის რომ ინფიცირებულია და აიცრა, ეს კოვიდის მიმდინარეობას არ ამძიმებს“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში 8-კვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის