COVID-19

რატომ გვთავაზობენ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას? - არგუმენტები და საწინააღმდეგო მოსაზრებები

კორონავირუსი
1631620617
დაკოპირებულია

დიდი ბრიტანეთი აპირებს 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისათვის გასცეს ნებართვა, რომ მოზარდები „ფაიზერს“ ვაქცინის ერთი დოზით აიცრან. აღნიშნულ თემას Sky News-ი ვრცელ სტატიას უძღვნის.

ბრიტანელმა მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა აღნიშნულ რეკომენდაციას.

BBC-ის ინფორმაციით, ვაქცინა სავარაუდოდ სკოლებში ჩატარდება და მშობლების თანხმობით გაკეთდება.
მიუხედავად იმისა, რომ თუ ბავშვსა და მშობელს ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულება ექნებათ, გადაწყვეტილების მიღებაში ბავშვის აზრი კომპეტენტურად მიიჩნევა და მოზარდი საბოლოო სიტყვას იტყვის.

პროფესორი კრის უიტი და მთავარი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები (CMOS) აცხადებენ, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს უნდა მიეცეთ შანსი, ჰქონდეთ საშუალება აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინის ერთი დოზით, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში ვირუსის გავრცელების შემცირებას.

ეს განხილვა მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა (JCVI) რეკომენდაცია გასცა, რომ ბავშვები, რომლებიც ყველაზე მეტად დაუცველი არიან COVID 19-სგან, აცრილი უნდა იყვნენ.

რატომ მხოლოდ ერთი დოზა?

რეკომენდაციაა, რომ ბავშვებს ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა მიეცეთ - სპეციალისტების თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა შეიძლება გაზაფხულზე ხელახლა გადაიხედოს - რაც დაკავშირებულია ძალიან იშვიათ რისკთან, რომელსაც ეწოდება მიოკარდიტი, ან გულის კუნთის ანთება.

აცრამ შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი, მაგრამ შემთხვევები ჩვეულებრივ მსუბუქია და ბავშვები სტანდარტული მკურნალობით სწრაფად გამოჯანმრთელდებიან.

ერთი ვაქცინის დოზის მიღების შემდეგ რისკი უმნიშვნელოა, ვიდრე ორჯერ ვაქცინაციის დროს. ამ შემთხვევაში ყოველი მილიონი აცრიდან დაახლოებით 12–34 შემთხვევა აღინიშნება მსგავსი პრობლემით. ბიჭები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე გოგონები. ყველაზე მეტი სარგებელი ვაქცინიდან, რომელიც ამცირებს დაავადების გადადების რისკს, მიიღება ერთჯერადი აცრის შემდეგ.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთი დოზა „შესამჩნევ გავლენას“ იქონიებს საკლასო ოთახებში მოსწავლეების დაბრუნებისა და ვირუსის გადაცემის რისკზე.

რა არგუმენტებია ბავშვების ვაქცინაციის სასარგებლოდ?

გაერთიანებულ სამეფოში მიიჩნევენ, რომ ვაქცინაცია სასარგებლოა 16 და 17 წლის ახალგაზრდებისთვის, ასევე 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ან ვინც ცხოვრობს ისეთ ოჯახის წევრთან ერთად, ვინც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება.

მიუხედავად იმისა, რომ 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის ვაქცინაცია საყოველთაო არ არის, მეცნიერები მოუწოდებენ კომპეტენტურ პირებს, შეხედონ საკითხს უფრო ფართო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

პროფესორმა ვეი შენ ლიმმა განაცხადა, რომ ბავშვებზე პანდემიის ნეგატიური გავლენა არ არის მხოლოდ COVID–19-ით პირდაპირი ინფექციის შედეგი.

„სკოლის გაუჩინარებამ განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ბავშვებზე,“ - თქვა მან.

ერთ-ერთმა პროფესორმა აღნიშნა, რომ განათლების შეფერხება ბოლო 18 თვის განმავლობაში „ძალიან რთული“ იყო, ახალგაზრდების საგანმანათლებლო მიღწევებზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ამან ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა, ასევე ოჯახებზე და მასწავლებლების ფართო საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზეც.

მეცნიერების თქმით, ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის ერთი დოზის შეთავაზება „შეამცირებს განათლების სისტემაში დარღვევებს“.

დოქტორ ჯუნ რაინმა, გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ 2000–ბავშვიდან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა „მოკლევადიანი ეფექტურობის ძალიან მაღალი დონე“, რომ ვაქცინები უზრუნველყოფენ დაცვას, ეს არის უკიდურესად პოზიტიური შედეგი.

განათლების საკითხებში მდივან გევინ უილიამსონს მიაჩნია, რომ მშობლებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება, უნდა ჩაიტარონ თუ არა ვაქცინაცია მათმა შვილებმა.

დოქტორ დევიდ სტრეინმა, უფროსმა კლინიკურმა ლექტორმა და სხვა ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ მოზარდებსა და ბავშვებში კორონავირუსული ინფექციებისა და სიკვდილიანობის შემცირებაში აცრას „აქვს პოტენციალი შეასრულოს სასიცოცხლო როლი“.

ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც დაფინანსებულია „მოდერნას“ მიერ, იწინასწარმეტყველა, რომ გაერთიანებულ სამეფოში 12–15 წლის მოზარდებში ვაქცინაციას შეუძლია შეამციროს ზოგადად სიკვდილიანობის რისკი 18%–ით და დეკემბრამდე ჰოსპიტალიზაცია - 21%-ით.

დოქტორმა სტრენმა თქვა: „გადარჩენილი სიცოცხლის უმრავლესობა იქნება მშობლებისა და ბებიების ასაკის. ეს არის ეთიკური არგუმენტი. ჩვენ ძირითადად ავცრით ბავშვებს, მათი მშობლებისა და ბებია - ბაბუების სიცოცხლის გადასარჩენად“.

რა არგუმენტებია ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგ?

გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა მხარი არ დაუჭიროს ბავშვებში მასობრივ ვაქცინაციას მხოლოდ ჯანმრთელობის მიზეზების გამო.

მასში ნათქვამია, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაციის სარგებელი „ოდნავ აღემატება COVID-19-ით დაინფიცირების პოტენციურ ცნობილ ზიანს“ და ეს არ არის საკმარისად მასობრივი აცრების მხარდასაჭერად.

უმცროსი ასაკობრივი ჯგუფები გაცილებით ნაკლებად განიცდიან კორონავირუსით გამოწვეულ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ნაკლებია ვირუსის შედეგად ლეტალობის შემთხვევებიც.

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტმა ასევე თქვა, რომ მან გამოიკვლია გულის კუნთის ანთების უკიდურესად იშვიათი მოვლენები, რომელიც ცნობილია როგორც მიოკარდიტი, „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინაციის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს საავადმყოფოში დაკვირვების ხანმოკლე პერიოდი, რასაც მოჰყვება ჩვეულებრივ სწრაფი გამოჯანმრთელება, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტმა აღნიშნა, რომ საშუალო და გრძელვადიანი შედეგები ჯერ კიდევ გაურკვეველია და უფრო მეტი დროა საჭირო მკაფიო განცხადებების გასაკეთებლად.

მან დაამატა: საერთო ჯამში, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის სარგებელი ოდნავ აღემატება პოტენციურად ცნობილ ზიანს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს რომ მაღალი რისკის მქონე ბავშვებმა უნდა მიიღონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ხოლო ისინი, ვინც ჯანმრთელები არიან, ამცრელ პრიორიტეტულ ჯგუფად არ მოიაზრება.

ჯანმოს თქმით, „ნაკლებად სასწრაფოა“ მოზარდების და ბავშვების ვაქცინაცია სხვა კატეგორიის ჯგუფებთან შედარებით. მეტი მტკიცებულებაა საჭირო ბავშვებში COVID 19-ის სხვადასხვა ვაქცინების გამოყენების შესახებ, რათა მათ შეძლონ აცრების ჩასატარებლად ზოგადი რეკომენდაციების გაცემა“.

იხილეთ აგრეთვე:

✅„შესაძლებელია რისკჯგუფში მყოფი ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა დღეიდანვე დავუშვათ“ - აკაკი ზოიძე

✅„მოდერნას“ვაქცინა ეფექტურია 12–დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში - The New York Times

✅ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე დღეში გადაწყდება - BBC

✅კუბაში ორი წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამ...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში გადაყვანისას მომხდარი ინციდენტის გამო პენიტენციურმა სამსახურმა მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომები გაატარა, რაც შეხვედრების უფლების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. 
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0909 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.58 თეთრი შეადგინა.
1638882634
 სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელშიც მსჯავრდებულმა მის მიმართ გატარებული დისციპლინური ზომების შესახებ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია.
1638909572
არასრულწლოვან ბიჭზე მისი თანასოფლელი, 40 წლამდე კაცი, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
1638908883
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 
1638907159
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

„რატომ უნდა შევურიგდე მე კალაძეს, ან რატომ უნდა შემირიგდეს კალაძე, რა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ შერიგება ვერ შედგება, ამიტომ მთავარია მხარეებმა თანაარსებობა ისწავლონ.
ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ,...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ კახა კალაძის შეურაცხყოფით ისინი იმ ასიათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფენ, ვინ სწორედ თბილისის მოქმედ მერს დაუჭირა მხარი. 
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები 20:02 საათზე დაფიქსირდა. 
რევაზ სოხაძე: საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპ...
„საკრებულოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება, რაც ძალიან სამწუხაროა“მ - ასე გამოეხმაურა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.