მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეანიმაციაში დელტა შტამით, წლამდე ასაკის ბავშვები წვანან“ - მაია ჩხაიძე

„რეანიმაციაში უფრო მეტად წლამდე ასაკის ბავშვები წვანან“
1629553465
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში კლინიკაში თავისუფალ საწოლებსა და ბავშვებში გაზრდილ ინფიცირებაზე ისაუბრა.

„მომართვიანობა გაზრდილია. ადგილი არასდროს არ არის, იმიტომ, რომ პერმანენტულად ეწერება პაციენტი, შეიძლება 10 წუთში ის თავისუფალი ადგილები შეივსოს. რეანიმაციაში ამ წუთში არცერთი ადგილი თავისუფალი არ არის, 25 პაციენტი მკურნალობს.

რეანიმაციაში უფრო მეტად წლამდე ასაკის ბავშვები წვანან და საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა არიან მოზრდილებიც, რომლებსაც აქვთ სხვა თანხმლები დაავადებები, ზოგს ონკოლოგიური, ზოგს ტრავმა აქვს და არიან ქირურგიული პაციენტები, კორონავირუსული ინფექციით დაავადებული. უკვე თითქმის 100% ცირკულირებს დელტა შტამი, ბავშვებში განსაკუთრებით დელტა შტამი გავრცელდა“, - აცხადებს მაია ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“

👉 „ომია ქვეყანაში, ომში ვართ ამ ვირუსთან“