მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რემდესივირთან“ დაკავშირებით ზედმეტი მოლოდინი ნუ გექნებათ“ - დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის გენდირექტორი
1608555807
COVID-19

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას პრეპარატ „რემდესივირთან“ დაკავშირებით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ნუ ექნებათ ზედმეტი მოლოდინი, რადგან აღნიშნული მედიკამენტი პანაცეა არ არის. 

ექიმ დავით გადელიას თქმით, „რემდესივირი“ არ არის ის პრეპარატი, რომელიც დაავადებას სრულად კურნავს და აქრობს.

გადელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რემდესივირი დამხმარე პრეპარატია და ის არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე.

„შემოტევასავით წამოვიდა, სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ „ხვალიდან „რემდესივირზე“ გადახვალთ ხო“? მინდა ვთქვა, რომ ეს არც პანაცეაა, არც პირდაპირი დარტყმითი მედიკამენტია ამ დაავადების წინააღმდეგ, არანაირი ზედმეტი და განსაკუთრებული მოლოდინი „რემდესივირთან“ ნუ გექნებათ.

არ არის ეს ის პრეპარატი, რომელიც ამ დაავადებას კურნავს და აქრობს. ამ მედიკამენტმა საწყის ეტაპზე შესაძლოა გაუმჯობესება გამოიწვიოს.

ბატონ თენგიზ ცერცვაძეს არასოდეს უთქვამს, რომ რაიმე მედიკამენტია გამოსული, რომელიც პირდაპირ ამ დაავადებას კურნავს. ეს არის დამხმარე პრეპარატი, რომელიც ადრეულ ეტაპზე გამოიყენება. სპეციალისტების უმრავლესობა თვლის, რომ „რემდესივირი“ არის ერთ-ერთი დამხმარე პრეპარატი, რომელიც შესაძლებელია რაღაც დროს დანიშნოს ექიმმა თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. არანაირი პანაცეა, არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობის მედიკამენტი ეს არი არის“, - აღნიშნა დავით გადელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

17 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔴 „მთავარია ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, ზოგისთვის არც შეიძლება“ - თენგიზ ცერცვაძე

🔴 ეკატერინე ტიკარაძე: „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია