COVID-19

რის გაკეთება შეუძლიათ ან როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება ორჯერ ვაქცინირებულებმა? - CNN

სრული დოზით ვაქცინირებული კორონავირუსის წინააღმდეგ
1630959230
დაკოპირებულია

იმის გათვალისწინებით, რომ იანვრის შემდეგ კოვიდ 19-ით ინფიცირების რისკი უმაღლეს დონეზეა, ხოლო ჰოსპიტალიზაცია - ზამთრის აფეთქების შემდეგ ზღვარზე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაციას გასცემენ ორჯერ ვაქცინირებული პირებისთვისაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უზრუნველყოფენ შესანიშნავ დაცვას მძიმე დაავადებებისგან, ბოლო მონაცემების თანახმად, კორონავირუსის დელტა ვარიანტისგან დაცვა შესაძლოა, შემცირდეს.

არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არიან და სურთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. შესაბამისად, მათ უჩნდებათ კითხვები, რის გაკეთება შეუძლიათ ან როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება? შეიძლება მეგობრებთან შეკრება? დახურულ სივრცეში სადილობა ან სპორტდარბაზში სიარული?

ამ კითხვებს CNN-თან სამედიცინო ანალიტიკოსი, ექიმი ლეანოი ვენი პასუხობს, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმი და ჯანდაცვის სფეროში პოლიტიკისა და მენეჯმენტის მოწვეული პროფესორია.

1️⃣როგორ უნდა განსაზღვრონ ადამიანებმა რისკები ყოველდღიურად ინფიცირების მატებისა და ახალი კვლევების გათვალისწინებით?

იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ადამიანებს უნდა ახსოვდეთ ორი რამ:

პირველ რიგში, აშშ-ში რეგიონების უმეტესობაში კორონავირუსის მნიშვნელოვანი ან მაღალი გადაცემა შეინიშნება. უნდა ვიფიქროთ ვაქცინაზე, როგორც საუკეთესო გამოსავალზე. თუკი წვიმს - ინფიცირების მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია, ვაქცინები ძალიან კარგი დამცველია. მაგრამ როდესაც მუდმივი ჭექა-ქუხილია, მაშინ დასველების უფრო მეტი შანსია. როდესაც ვაქცინირებული ადამიანი ისეთ გარემოში იმყოფება, სადაც შესაძლოა კოვიდ 19-ით დაინფიცირდეს, ის უფრო მაღალ რისკს მიეკუთვნება და ეს სწორედ ისაა, რაც ახლა ხდება აშშ-ში.

მეორე: ჩვენ პანდემიის ისეთ ფაზაში შევდივართ, როდესაც ნებისმიერმა საქმიანობამ შესაძლოა რისკები გაზარდოს. ადამიანებისთვის აუცილებელია განსაზღვრონ რისკები მათი ოჯახის სამედიცინო მდგომარეობისა და აქტივობის გათვალისწინებით.

თუკი თქვენი ოჯახის ყველა წევრი სრულად ვაქცინირებული და ზოგადად, ჯანმრთელია, შესაძლოა, დიდ რისკზე წასვლის სურვილი გაგიჩნდეთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი ინფიცირდებით, მსუბუქად გადაიტანთ და მზად ხართ ამ რისკზე წასასვლელად. ვიღაცამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ რადგან არავაქცინირებულ მცირეწლოვანთან ან დაბალი იმუნიტეტის მქონე ოჯახის წევრთან ერთად ცხოვრობს, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.

ჩემი აზრით, ორივე ვარიანტი ერთნაირად გონივრულია. კორონავირუსით ინფიცირების უმეტესობა არავაქცინირებულ ადამიანებში ფიქსირდება. ვაქცინირებული ადამიანები საფრთხეს არ წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის და მათ უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა, თუ რა ტიპის საქმიანობაა მათთვის უფრო მეტად უსაფრთხო.

2️⃣განვიხილოთ კონკრეტული აქტივობის საფრთხეები. რა რისკს გამოიწვევს დახურულ სივრცეში სადილობა?

დახურულ სივრცეში სადილობა გაცილებით სარისკოა, ვიდრე სადილობა სუფთა ჰაერზე. ეს რისკი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, როგორია დაწესებულების კონფიგურაცია რესტორანში? ძალიან ხალხმრავალ და ცუდად ვენტილირებულ დაწესებულებაში რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე ისეთ ადგილას, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ სხვა სტუმრებისგან მოშორებით იყვნენ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად სადილობთ? თუკი იცით, რომ ადამიანები, ვისთანაც ერთად ეწვიეთ ამა თუ იმ დაწესებულებას, ვაქცინირებულები არიან და მხოლოდ აცრილი ადამიანები იქნებიან თქვენს გვერდით, ეს შედარებით უსაფრთხო სცენარია, ვიდრე აუცრელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ასევე, ყურადღება უნდა გაამახვილოთ თქვენს ქალაქში კორონავირუსის გავრცელების სისწრაფეზე. რაც უფრო დაბალია მაჩვენებელი, მით უფრო უსაფრთხოა პოტენციურად.

3️⃣რაც შეეხება სპორტდარბაზში სიარულს?

ისევ და ისევ ეს დამოკიდებულია გარემოებებზე. თუკი სარგებლობთ ელიფსური ტრენაჟორით ან ვარჯიშის დროს გვერდით არავინ გყავთ, ეს მდგომარეობა შედარებით უსაფრთხოა. თუკი სპორტდარბაზი ღია სივრცეშია მოწყობილი, ამ შემთხვევაშიც რისკი მინიმალურია, მაგრამ თუკი დატვირთვას მაღალი ინტენსივობით გეგმავთ, იქ, სადაც ბევრი ხალხია, სუნთქვა გიჭირთ და არ იცით თქვენს გარშემო ვაქცინირებულები არიან თუ არა, კორონავირუსით დაინფიცირების რისკი, რა თქმა უნდა, მაღალია.

4️⃣მოგზაურობაზეც უარი ვთქვათ?

ავიამიმოსვლის რისკი საკმაოდ დაბალია და შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს, თუკი მაღალი ხარისხის პირბადეს ატარებთ, მაგალითად N95 ან KN95. უფრო მეტად საყურადღებოა, თუ როგორ მიაღწევთ დანიშნულების ადგილს აეროპორტიდან გასვლის შემდეგ.

5️⃣რაც შეეხება ვაქცინირებულ მეგობრებთან შეხვედრას, შეიძლება მათთან ერთად დახურულ სივრცეში სადილობა?

ეს, რა თქმა უნდა, ნაკლებად სარისკოა. CDC-ის კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების 5-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს (და 29-ჯერ მაღალია ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკი).

ვაქცინირებული ადამიანები თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობენ ასეთ სიტუაციაში. ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ინფიცირების რისკი არ არის, თუმცა, ნამდვილად დაბალია. უსაფრთხოებას კიდევ უფრო ამყარებს ის გარემოება, თუკი თქვენს გარშემო მყოფები რისკებისადმი ტოლერანტულები არიან, არ მონაწილეობენ რისკებთან დაკავშირებულ აქტივობებში, მუდმივად ატარებენ პირბადეს დახურულ სივრცეში და გაურბიან კორონავირუსით ინფიცირების სახიფათო სიტუაციებს, მაგალითად, გადავსებულ ბარებსა და რესტორნებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ

ასუსტებს თუ არა ფაიზერის ვაქცინა იმუნიტეტს? - DW-ს კვლევა

„კორონავირუსის ახალი შტამი „მიუ“ სერიოზულად უნდა აღვიქვათ“- ენტონი ფაუჩი

ექსპერტები შეშფოთებულნი არიან მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის ტემპით

„არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“

„პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია

„რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ  გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642751476
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას, დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებენ.
1642755091
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას კორონავირუსის ახალი ვარიანტის კოვიდ 19-ის შესახებ ფაქტებსა და მითებს უზიარებს. 
1642751122
„შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება, ახალი შტამი გამოჩნდეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642745007
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს. 
1642760524
მონროვიაში ჭყლეტას 29 ადამიანი ემსხვერპლა

მონროვიაში ჭყლეტას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში, ეკლესიაში მომხდარ ჭყლეტას 29 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 
1642748557
არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ წერს. 
1642748352
5 052 თბილისი, 861 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა. 
1642747831
8 767 ინფიცირება, 49 გარდაცვალება, 5 173 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარებ...
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 173 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.