მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდესაც ინფექციის თავიდან ასაცილებლად ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, კვირის განმავლობაში 15000 გარდაცვლილი, მაღალი მაჩვენებელია - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანმოს ხელმძღვანელი
1660749557
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, მაშინ როდესაც ინფექციის თავიდან ასაცილებლად ყველა ინსტრუმენტი არსებობს, კვირის განმავლობაში 15000 გარდაცვლილი, აბსოლუტურად მიუღებელია. 

მისივე თქმით, მსოფლიოში COVID 19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ სწრაფად გაიზარდა. მხოლოდ ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, დაღუპულთა რიცხვი 35%-ით გაიზარდა.

„კვირის განმავლობაში გარდაცვალების 15000 შემთხვევა აბსოლუტურად მიუღებელია მაშინ, როდესაც ინფექციის თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, ყველა ინსტრუმენტი გვაქვს. ჩვენ, ყველანი დავიღალეთ... დავიღალეთ პანდემიით, მაგრამ ეს ვირუსი არ დაღლილა“, - ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი. 

როგორც გებრეისუსმა აღნიშნა, ახლა „ომიკრონი“ კვლავ რჩება დაავადების დომინანტურ შტამად. ამავდროულად, BA.5-ზე მოდის ბოლო თვეში გამოვლენილი შემთხვევების 90%-ზე მეტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ Covid 19-ით ინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ გონების დაბინდვის, დემენციის და ეპილეფსიის დიაგნოზი უფრო ხშირია, ვიდრე სხვა რესპირატორული ინფექციების შემდეგ - კვლევა

✔️ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა

✔️  ფაიზერის დირექტორს, რომელიც 4-ჯერ იყო ვაქცინირებული, კორონავირუსი დაუდასტურდა

✔️ ველური ბუნებიდან თუ ჩინეთის უხანის ბაზრიდან? - რას ცხადყოფს ახალი კვლევები კორონავირუსის წარმოშობის შესახებ? - Associated press