მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის იქნება შესაძლებელი კორონავირუსის სრულად გაკონტროლება? - Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელი განმარტებას აკეთებს

კოვიდინფექციის ვაქცინის შემქმნელი
1607847367
COVID-19

Pfizer-ისა და BioNTech​-ის ვაქცინის შემქმნელი, უგურ საჰინი კოვიდინფექციის სრულ კონტროლთან დაკავშირებით კონკრეტულ ვადებს ასახელებს.

როგორც მეცნიერმა foxnews-სთან ინტერვიუში განაცხადა, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კოვიდ 19-ის სრული კონტროლი შესაძლოა, მომავალი წლის ზაფხულის ბოლოს მოხდეს.

BioNTech– ის თანადამფუძნებელი, პროფესორი საჰინი პანდემიის შეჩერების გლობალურ მცდელობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში პრიორიტეტი მოწყვლადი ჯგუფები იქნებიან.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.