COVID-19

როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის პიკს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პრესკონფერენცია 20200წელი
1584454708
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ახალ კორონავირუსს სეზონური მიმდინარეობა არ ახასიათებს და მისი ქცევის შესახებ ცოტა ინფორმაციაა.

"ჩვენი მოდელირება ემყარება რა თქმა უნდა სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რამდენიმე სცენარი გვაქვს მომზადებული. შემთხვევების გავრცელების მატებიდან, დაახლოებით მე-7, მე-8 კვირაზე შეიძლება ვივარაუდოთ პიკური გავრცელება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი - 80%-ზე მეტი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არის. ბევრი ქვეყანა, კორონავირუსის შემთხვევების მართვას ახდენს ბინაზე.

"ჩვენ გარდა ჰოსპიტლების ჩართულობისა, აქტიური მუშაობა გვაქვს პირველადი ჯანდაცვის ქსელთან, როგორც თბილისში, ასევე სოფლად. იმისთვის, რომ ოჯახის ექიმები მოემზადონ შემთხვევების მართვისთვის ბინაზე. განსაკუთრებული უნარჩვევები და კომპეტენციები ამ შემთხვევების მართვას, რომელიც არიც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, ბუნებრივია არ სჭირდება და ნებისმიერმა ოჯახის ექიმმა ძალიან მარტივად შეიძლება გაართვას თავი ამ ამოცანას. რა თქმა უნდა ჩვენ მზად გვაქვს კლინიკური მართვის სახელმძღვანელოები, სამინისტროსთან უკვე ჩამოყალიბდა კლინიკური მართვის საბჭო, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს, ისინი გასცემენ რეკომენდაციებს და მუდმივად იქნებიან მზად იმისთვის, რომ მიმდინარე რეჟიმში გაუწიონ კონსულტაცია იმ ექიმებს, ვინც ასეთ შემთხვევებს მართავენ სხვა საავადმყოფოებში, ან თუნდაც ბინაზე", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა.