მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომელი ჯგუფისთვის იქნება სეზონური გრიპი მძიმე? - ECDC-ის განმარტება

გრიპი და კორონავირუსი
1635268638
COVID-19

სეზონური გრიპი და კორონავირუსის პანდემია ერთობლივად მნიშვნელოვან ტვირთად დააწვება ევროკავშირის ჯანდაცვის სექტორს, - ამის შესახებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) აცხადებს.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი გრიპის მძიმე სეზონს პროგნოზირებს და დასძენს, რომ გრიპის მოახლოებული სეზონი შეიძლება მძიმე იყოს ხანდაზმულებისთვის და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.

გრიპის ვირუსის ძირითადი ქვეტიპი, (EEA) არაპროპორციულად მოქმედებს ხანდაზმულებზე და ვაქცინის დაბალ ეფექტურობას უკავშირდება.

„A (H3N2) ქვეტიპის ადრეული გამოვლენა იმის მანიშნებელია, რომ მომავალი გრიპის სეზონი შეიძლება იყოს მძიმე, თუმცა ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორი იქნება გრიპის მოახლოებული სეზონი“, - განაცხადა პასი პენტინენმა, ECDC-ის გრიპის პროგრამის ხელმძღვანელმა.

სპეციალისტების თქმით, ისეთი ზომები, როგორიცაა პირბადეები და სოციალური დისტანციის დაცვა, ეფექტიანი აღმოჩნდა გრიპის წინააღმდეგაც.

პასი პენტინენიმ ჯანდაცვის მუშაკებს მოუწოდა, აიცრან როგორც კორონავირუსის, ასევე, გრიპის წინააღმდეგ.

მისი თქმით, ფიზიკური დისტანცია და ჰიგიენური ზომები მნიშვნელოვანია ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუშაობს მოხუცთა თავშესაფარში და ჯანდაცვის დაწესებულებებში.

მოსახლეობის დაახლოებით 20% ყოველწლიურად ავადდება გრიპით. ECDC-ის თქმით, მოხუცები, ორსული ქალები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან გრიპის მძიმე გართულებების რისკის ქვეშ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „გრიპის იმუნიტეტი განახლებადია და წელს ძლიერად იქნება გამოკვეთილი“ - თენგიზ ცერცვაძე