მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წინ რთული ზამთარი გველის“ - ჰანს კლუგე

„წინ რთული ზამთარი გველის“
1637736789
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროში ვარაუდობენ, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის ვირუსით კიდევ 700 000 ადამიანი შეიძლება, გარდაიცვალოს და ევროპაში გარდაცვლილთა რაოდენობამ კორონავირუსით ორ მილიონს მიაღწიოს.

ევროპის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა აცრილ ადამიანებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ჰიგიენა, რათა ხელი არ შეუწყონ ვირუსის გავრცელებას.

„დღეს, COVID 19-ის მდგომარეობა ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედის გარეშე არ უნდა ვიყოთ, რადგან ყველა ჩვენგანს - მთავრობებს, ჯანდაცვის სამინისტროებს, ინდივიდებს - შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის“, - განაცხადა დოქტორმა კლუგემ, ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

ინფიცირების ზრდას სამი ფაქტორი განაპირობებს: ძალიან გადამდები დელტა ვარიანტი, შემაკავებელი ზომების შემსუბუქება და არავაქცინირებული ადამიანები.

„სავარაუდოა, რომ კუმულაციური დაღუპვის შემთხვევები 2.2 მილიონს მიაღწევს მომავალი წლის გაზაფხულზე, მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე“, - ამბობს ჰანს კლუგე.