COVID-19

რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა
1634833633
დაკოპირებულია

რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი AY.4.2 დელტა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან გამოვლენილ ახალ ვარიანტს, რადგან ის უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე დელტა ვარიანტი.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ახალმა ვარიანტმა დელტა ვარიანტი სრულად ჩაანაცვლოს.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ლოკდაუნი გამოცხადდა. 1 კვირის განმავლობაში დაიხურება სამთავრობო სამსახურები.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირების და გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გამოვლინდა დაინფიცირების 36 339 შემთხვევა და ვირუსს კიდევ 1 036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში 60 წელზე უფროსი პირებისთვის, ვისაც ვაქცინაცია არა აქვთ ჩატარებული, 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 2022 წლის 25 თებერვლამდე „სახლის რეჟიმი“ წესდება.

როგორც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, „სახლის რეჟიმი“ ქრონიკული დაავადებების მქონე აუცრელი პირებისთვისაც წესდება. ეს პირები მუდმივ საცხოვრებელ ადგილას ან აგარაკზე უნდა იმყოფებოდნენ. შეზღუდვა არ წესდება სუფთა ჰაერზე გასეირნების ან სპორტით ვარჯიშის შემთხვევებზე.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 60 წელზე უფროს ადამიანებს, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არა აქვს, 8 ნოემბრიდან სოციალური ბარათები დაებლოკებათ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“...

„სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 
1642757196
„არავაქცინირებულმა ადამიანებმა კორონავირუსის ენდემურ დაავადებად გადაქცევას, შეიძლება ხელი შეუშალონ“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
1642763415
„რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ  გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642751476
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
1642767763
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
1642764875
ექსპერტი დავით ქართველიშვილი Pia.ge

„ნაცების“ მობრუნებას არ დავუშვებთ ქვეყანაშიო და გუშინ, წალენჯიხაში „ნა...

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გახარიას პარტიის წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც „თუ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას, ეს ჩვენ ვართ“. 
რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორა...
„მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიფსური სურათი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს. 
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22–23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.