მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები? - „ასტრაზენეკას“ დირექტორის განმარტება

ასტრაზენეკას კორეული ვაქცინა
1627575357
COVID-19

ჯერ გაურკვეველია, საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები, - ამის შესახებ „ასტრაზენეკას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიომ განაცხადა.

პასკალ სორიოტის თქმით, კომპანიას არ აქვს ზუსტი პასუხი იმაზე, საჭირო იქნება თუ არა გამაძლიერებელი დოზები, რადგან იმუნიტეტის ორი განზომილება არსებობს - ანტისხეულები და T-უჯრედები.

„მაშინ, როდესაც დროთა განმავლობაში ანტისხეულების დონე ჩვეულებრივ მცირდება, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას T-უჯრედების ძალიან მაღალი მწარმოებლობა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გვექნება გრძელვადიანი ვაქცინა, რომელიც იცავს დიდი ხნის განმავლობაში. დაგვჭირდება თუ არა მესამე გამაძლიერებელი დოზა, ჯერჯერობით უცნობია, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნა „ასტრაზენეკას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ასტრაზენეკას ვაქცინა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული შეერთებულ შტატებში. არაერთმა ქვეყანამ შეზღუდა ვაქცინის გამოყენება გასულ თვეებში.

საუბარი COVID-19 ვაქცინის მესამე დოზის შესახებ ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა, რადგან ახალი კვლევებით დადგინდა, რომ კორონავირუსის ვაქცინების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს რამდენიმე თვის შემდეგ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინების შერევა ანტისხეულების რაოდენობას ზრდის

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ?