COVID-19

საჩხერის კლინიკის ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის კლინიკის შენობა
1584256820
დაკოპირებულია

"საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული 1 პაციენტის ანალიზის პასუხი, რომელზეც კორონავირუსის ეჭვი არსებობდა, უარყოფითია",-ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით სიმპტომების და გართულებების გარეშე მიმდინარეობს ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსის მქონე 3 პაციენტის მკურნალობა.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეში მყოფ ადამიანებს, საჩხერის კარანტინში კვლავ 41 მოქალაქე იმყოფება. დირექტორის თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.