მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაიზერის ვაქცინის 168 000 დოზას საქართველო ხვალ მიიღებს

ვაქცინა
1627636678
COVID-19

საქართველო ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფაიზერის 168 000 დოზას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კოვიდვაქცინების დეფიციტი არ არის და დაახლოებით 2 მილიონამდე ვაქცინაა.

„დღეს ქვეყანაში 4 ვაქცინის 2 მილიონამდე დოზაა: ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი. სერიოზული მარაგია შექმნილი, რომ მოსახლეობა მასობრივად აიცრას. მასობრივ აცრაზე გადის დღეს ეპიდემიის დაძლევის გზა“, - აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში უკვე აქტიურად ცირკულირებს კოვიდ 19-ის ე.წ. ინდური შტამი.

„40-დან და 50% ქვეყანაში ინდური შტამი ცირკულირებს“, - დასძინა გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

✔️ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 14 738 ადამიანი აიცრა

✔️ „მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა გვაქვს, გნებავთ მე-4 ტალღის დასაწყისი დაარქვით“ - გამყრელიძე

✔️ 1 243 თბილისი, 419 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში