
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 30 იანვრიდან დღემდე კორონავირუსზე 1073 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, აქედან ინფექცია მხოლოდ, 43-ს დაუდასტურდა.
"დღეს ალბათ 100-მდე ნიმუში გაიტესტება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფექციის 43 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 განიკურნა და 2 კვირიანი ვადით თვითიზოლაციაში მოთავსდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 1925 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 271 პაციენტი.