მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში 108 სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული

კოვიდვითარება სკოლებში
1634300158
COVID-19

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი, დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.

ამავდროულად, გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლების პროცესი დასწრებით რეჟიმში 4 ოქტომბერს განახლდა.