COVID-19

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული

 ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინის გაკეთება მაინც სჭირდებათ
1626162775
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული.

მისი თქმით, ამ დროისთვის რაიმე მძიმე მიმდინარეობა არცერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება.

„ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს დელტა შტამი, უკვე ქვეყანაში 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რა თქმა უნდა, რისკები იმისა, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს, იზრდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პობოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან?

ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან

„ინდური შტამი უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე“