
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში მყოფი პირების რაოდენობა 371-ით გაიზარდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში 1008 პირი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 64 პაციენტი.
უცვლელია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და ის, ისევ 33-ია.