
საქართველოში საკარანტინო სივრცეებში მყოფ პირთა ოდენობა 1925-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-ს შეადგენს, ხოლო ექიმების დაკვირვების ქვეშ კლინიკებში 271 ადამიანი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დრომდე უცნობია, რომელ კლასტერს მიეკუთვნებიან ახალი ინფიცირებულები, ან არის თუ არა ეს ახალი შემთხვევები.