მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსი ახალ რეკორდებს ამყარებს

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1599717251
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაახლა.

10 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1830 შეადგენს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფიცირების 57 შემთხვევა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც საქართველოში აქამდე დაფიქსირებულა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. იანვარში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვირუსი გადამდებია.

2020 წლის 20 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.