მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი
1609767158
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია და იზოლაციაში იმყოფება.

იმნაძე აცხადებს, რომ კოვიდინფექციის ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით. თუმცა იმნაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინფექციის ახალი შტამი გაცილებით იოლად ვრცელდება და უფრო გადამდებია.

როგორც ცნობილია, ინფიცირებულ პირს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული.

ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ დიდ ბრიტანეთში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

✔️ 226 თბილისი, 87 იმერეთი - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში

✔️ 594 ინფიცირება, 1 963 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში